Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ბედნიერი დასასრულის მიღმა

ივლისი 28 2017 @ 7:00 pm - აგვისტო 18 2017 @ 10:00 pm

ბედნიერი დასასრულის მიღმა

ინგლისში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ანდრია სემეიკო ანთელიძისა და მისი მეუღლის, ტაივანელი იუ-ჩენ ვანის გამოფენა ლონდონიდან ბათუმში იმოგზაურებს

პროექტი „ბედნიერი დასასრული“ ნახევრად ბიოგრაფიული და ნახევრად გამოგონილი ისტორიაა მოგზაურობის შესახებ, რისი მიზანიც წყვილისთვის დაუსრულებელი ბედნიერების პოვნაა.

ხელოვანთა ამ საგამოფენო ისტორიია დაიწყო ლონდონში 2010 წელს და გაგრძელდა ტაიპეის ხელოვნების მუზეუმსა და მანჩესტერის ჩინური თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 28 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით კი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაგრძელდება, შეცვლილი სახელწოდებით „ბედნიერი დასასრულის მიღმა“.

ანდრო ბათუმის მეზობლად, გურიაში დაიბადა, სუბტროპიკული ბუნება კი იუ-ჩენს მშობლიურ ტაივანს აგონებს – ამიტომაც, ხელოვანებისთვის ბათუმში ჩამოსვლა მშობლიურ სახლებში ერთგვარი დაბრუნების ტოლფასია.

ანდრო სემეიკო ანთელიძე და იუ-ჩენ ვანი საერთო გამოცდილებითა და კულტურული კონტექსტით, მრავალსაფეხურიან მიზანსცენებში შთამბეჭდავად გადმოგვცემენ საქართველოსა და ტაივანის გადაკვეთის წერტილებს. ვრცელ ტექსტებში, ფერწერაში, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებში, ფილმსა და საარქივო დოკუმენტაციაში გამოხატულია ხელოვანების სწრაფვა მომავლის უტოპიური ოცნებებისკენ. ქართული სუფრითა და ტაივანური ლხინით შთაგონებულები მოაწყობენ ცოცხალ პერფორმანსს, რომელიც შედგება შერეული საკვები პროდუქტების, ჩაის სმის რიტუალისა და სადღეგრძელოების ხელოვნებისგან. პერფორმანსში მონაწილეობას მიიღებენ კულტურის სპეციალისტები და დამსწრე აუდიტორია.

ანდრო სემეიკო
იუ-ჩენ ვანი

Details

Start:
ივლისი 28 2017 @ 7:00 pm
End:
აგვისტო 18 2017 @ 10:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/1932935226973479

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map