Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ზემო აჭარისა და პანკისის ფოტო კლუბების გამოფენა

ნოემბერი 10 2017 @ 6:00 pm - ნოემბერი 17 2017 @ 9:00 pm

პანკისისა და ზემო აჭარის ფოტოკლუბები დაარსდა 2015-2017 წლებში პანკისისა და ღორჯომის ხეობის სოფლებში, ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივითა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით.
ეს ფოტოკლუბები გაგრძელებაა სოფლის ფოტოკლუბების იმ პროექტისა, რომელიც ნათელა გრიგალაშვილმა პირველად ჯავახეთში, სოფელ გორელოვკაში წამოიწყო.
კლუბების წევრები რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდნენ ფოტოგრაფიას, კამერასთან მუშაობას, გადაღებას, თეორიულ თუ ტექნიკურ დეტალებს. ამ ხნის მანძილზე მათ ობიექტივში მოექცა მთელი ზემო აჭარა და პანკისის ხეობა – ადამიანები და წეს-ჩვეულებები, ბუნება, გარემო და უამრავი საინტერესო კადრი ყოველდღიური ცხოვრებიდან.
პროექტის ერთ-ერთი მთავარი იდეა, როგორც „გორელოვკის“ შემთხვევაში, აქაც ისაა, რომ კლუბებმა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად არსებობა და მუშაობა; რომ კლუბების ახლანდელმა წევრებმა ფოტოგადაღება ასწავლონ მომავალ წევრებს და ეს იყოს ადგილი, სადაც ყველას შეეძლება მისვლა.
აჭარისა და პანკისის ფოტოკლუბები ქმნიან განსხვავებულ, საინტერესო და შემოქმედებით გარემოს, და რაც მთავარია, აინტერესებს და აერთიანებს პანკისელ და აჭარელ ახალგაზრდებს!

Details

Start:
ნოემბერი 10 2017 @ 6:00 pm
End:
ნოემბერი 17 2017 @ 9:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/1915212518796819

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map