Loading Events

« All Events

  • This event has passed.

POWERPUFF GIRLS

აპრილი 15 2017 @ 6:00 pm - მაისი 5 2017 @ 9:00 pm

15 აპრილიდან სივრცის დაფინანსებული კიდევ ერთი საგამოფენო პროექტი – POWERPUFF GIRLS

9 გოგოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვა და გამოხატვის ხერხი – გამოფენა, როგორც ერთობლივი მუშაობის შედეგი და ინდივიდუალური სიძლიერის გამომხატველი ნამუშევრები. მათ აერთიანებთ ერთი დიდი გზავნილი – ქალს დამოუკიდებლად შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება სხვადასხვა მედიის საშუალებით.

POWERPUFF GIRLS – თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის თანაკურსელი გოგონების დამოუკიდებელი გამოფენა. „მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ერთ სივრცეში მუშაობამ გაგვაერთიანა და ჩვენი ნამუშევრები არ არის შექმნილი ერთი კონკრეტული თემის ან კონცეფციის ქვეშ, ეს გამოფენა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთგვარ ფემინისტურ განაცხადად. ამით ვამტკიცებთ,რომ ყველა ჩვენგანს აქვს განსაკუთრებული ხედვა, სტილი, რაც შეიძლება ჩაითვალოს ჩვენ ძალად. ძალად, რომელიც მართლაც გვაქცევს ყველა ჩვენგანს POWERPUFF GIRL-ად. ეს გამოფენაც ერთგვარი განაცხადია, რომ ჩვენ მართლაც ვართ POWERPUFF GIRLS“ – ამბობენ ხელოვანები.

მონაწილეები: ანასტასია ახვლედიანი, სალომე ფოცხვერაშვილი, ანო ჯიშკარიანი, მარიამ ცალანი, სალომე ჯაფარიძე, თიკა შელია, მაკო კრიხელი, ანა ჯიბლაძე, სოფიო ჯაყელი.

კურატორები: ანასტასია ახვლედიანი, ანო ჯიშკარიანი.

Details

Start:
აპრილი 15 2017 @ 6:00 pm
End:
მაისი 5 2017 @ 9:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/132971823905725

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map