Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნევადა: მოგზაურობა – იონას დოვიდენასი

ოქტომბერი 20 2017 @ 6:00 pm - 9:00 pm

„ნევადა, მოგზაურობა“ – არის ელეგიური მედიტაცია ამერიკის უზარმაზარ ღია სივრცეებზე, ოდა მიძღვნილი დიადი სივრცისადმი, და ლანშაფტისადმი, ისევე როგორც სიცოცხლის წარმმართველი ძალებისადმი როგორც უდაბნოში, ისე ქალაქში. ეს არის ძალიან ამაღელვებელი კვლევა პიონერობის, პირველობის სულის ისტორიისა და მისი ბედ-იღბალის შესახებ.

„ნევადა, მოგზაურობა“ არ არის მხოლოდ 149 ფოტოსგან შემდგარი კოლექცია, არამედ ფოტოებით გაცოცხლებული ნარატივი, რომელიც უნდა შეიგრძნო ნელა და დაკვირვებით, როგორც მეცხრამეტე საუკუნის ნოველა.

ჩემი ნაშრომები ნევადაში წარმოადგენს ათწლიანი სამუშაოს შედეგებს. 1968-69 წლებში მე ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ჩიკაგოში, როგორც შტატგარეშე ფოტოგრაფი. მემგონი ამ პერიოდიდან მოყოლებული ერთი წელიც კი არ გასულა ისე, რომ სულ მცირე ერთხელ მაინც არ წავსულიყავი ნევადაში, სამუშაო დავალებებზე, თუ საკუთარი ინიციატივით. ჩემი ადრეული ნაშრომების ნაწილი მე ჩავრთე ჩემს გამოფენებში ჩიკაგოს გალერეებში, ხოლო უმრავლესობა გადავდე, როგორც ფოტოგრაფებმა ვიცით ხოლმე, გონების განცალკევებულ კუთხეში დასაძველებლად, რადგან თავდაპირველად მე უბრალოდ თავბრუდახვეული ვიყავი უდაბნოს შეგრძნებებით, მცენარეების სურნელით, რომელიც იცვლებოდა დღის განმავლობაში, მზის შეგრძნებით ადრეული დილის სუსხში და უსასრულო გზებით უსასრულო ცის ქვეშ. მე მარტოდმარტო ვიყავი უფლის შემოქმედებასთან დარჩენილი და ვგრძნობდი, რომ ის ისევე იყო ჩემი ნაწილი, როგორც მე მისი. ასე რომ თავდაპირველად, და წლების განმავლობაში, ჩემი მოგზაურობები ნევადაში იყო ერთგვარი გაქცევა ძალიან სასიმოვნო, ტრანსის მაგვარ მდგომარეობაში.

დროთა განმავლობაში და რაც გარდაუვალიც იყო, მე აღმოვაჩინე ნევადელი ხალხი. დღეს, როცა ვუყურებ მათ ჩემს ფოტოებში, ვაცნობიერებ, რომ ფაქტობრივად შეუძლებელია მათი აღწერა: ისინი ყველანი განსაკუთრებულები და თავისებურები არიან, ნარჩენები ინდივიდუალისტური მსოფლიოსი, რომელთა თავისუფლება მათი ერთგვარი ბორკილიცაა, თუ ასეთი რამის წარმოდგენა შეგიძლიათ. ყველა მათგანს სჭირდება სივრცე და ისინი არ მიიღებენ ამ სივრცეში მოძრაობაზე რაიმე შეზღუდვებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი თავს დათრგუნულად იგრძნობენ, თუმცა სივრცე, მანძილი და თავისუფლება მაინც ყველაფერი არ არის. რანჩოებში გავლისას შეამჩნევდით სამ-ოთხ მამაკაცს, რომლებიც მტვერში მუშაობდნენ, ღობის შესაკეთებლად და ერთ-ერთი მათგანი იქნებოდა მეპატრონე ყველაფრისა, რაც კი ჰორიზონტამდე მოჩანდა, ხოლო დანარჩენები კი ისეთი ხალხი, რომელთა პირადი ნივთები მათსავე კუბოსაც კი ვერ შეავსებდა, და თქვენ აუცილებლად დაგჭირდებოდათ მათთან შეხვედრა, რომ გაგერჩიათ რომელი რომელი იყო. ნევადის მტვერი და ქვიშა ყველას გარშემო ტრიალებს, და სწორედ იქ ვიპოვე ჩემი ფოტოების წიგნისათვის შესაფერისი თემები, წიგნისათვის, რომელიც საბოლოო ჯამში არაფერია გარდა მედიტაციისა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა ეს წლების განმავლობაში განხორციელებული ვიზიტები ჩემთვის.

იონას დოვიდენასი

NEVADA, A JOURNEY is an elegiac meditation on the vast openness of America, an ode to grand space and landscape and the forces of life in desert and in
town. It is a moving study in the history and fate of the pioneering spirit.

Not just a collection of 149 photographs, Nevada, A Journey is a narrative in images, to be savored slowly, like a nineteenth century novel.

MY WORK in Nevada represents ten years of effort. In 1968-69 I was living and working in Chicago as a freelance photographer. I think there was not a year from then on when I did not manage at least one trip, sometimes on assignment, at other times on my own. Some of my early work I incorporated into exhibitions in Chicago galleries; most of it I put away, as photographers do, to age in some corner of the mind, because, at first, I was simply intoxicated by the sensation of the desert, the smell of the sage, different throughout the day, the feel of the sun in the chill of early morning, the endless roads under an endless sky. I was alone with God’s creation, and I felt it was just as much a part of me as I was a part of it. So, in the begin¬ning, and for many years, my trips to Nevada were in the nature of escapes into a pleasurable trance-state.

In time, inevitably, I discovered the people of Nevada. Today, as I look at them in my photographs, I realize there is no describ¬ing them: they are all one of a kind, remnants of a world of individualists, whose freedom is their ball and chain, if such a thing is conceivable. All are in need of space and will not be constrained to move in it, they would feel extinguished without it, though there is more to it than distance and freedom. Driving through a ranch you could see three or four men working in the dust, repairing a fence, and one of them would be the owner of everything in sight as far as the horizon, while the others would be men whose possessions would not crowd them in their coffin, and you would have to meet them before you could tell who was who. The dust and grit of Nevada swirls around everyone, and it was there that I found the themes for my book of photographs, which is really nothing more than a meditation on what those years of travel meant to me.

Jonas Dovydenas

Details

თარიღი:
ოქტომბერი 20 2017
Time:
6:00 pm - 9:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/2065787870321834

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map