Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პრეზენტაციები და ლექციები თანამედროვე ხელოვნებაზე

ივნისი 25 2017 @ 2:00 pm - 6:00 pm

ვორქშოფი / Workshop

კამპუსი / მასალაზე მონადირენი
CAMPUS / MATERIAL HUNTERS

კონცეფცია

ვორქშოფი სთავაზობს მონაწილეებს საინტერესო, ინტერაქტიულ პროცესს.
ეს პროცესი ერთნაირად საინტერესოა ხელოვანებისთვის, მკველვარებისა თუ ნებისმიერი პროფესიისა და ინტერესების მქონე პირებისთვის. ვორქშოფი ყოველდღიური გარემოს გადააზრების, ნაცნობი თუ უცნობი სივრცეების შეცნობის, ხელახალი განცდისა და შეგრძნების მცდელობაა.
ვორქშოფის დანიშნულებაა შევისწავლოთ უხილავი ნიშნების დანახვა/წაკითხვა, მათი სხვადასხვა მედიუმით ჩვენება და ხილულ ობიექტებად ქცევა. მაგალითად სხვადასხვა ადგილების, ქუჩების, გზების ,ეზოების ახალი შინაარსების პოვნა, ადგილების რომლებიც გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად ვერ ვამჩნევთ მათ.
მონაწილეები აირჩევენ ბათუმის უცნობ ან ნაცნობ ადგილებს, წინასწარი დაგეგმვის გარეშე. თითოეული მონაწილე შეარჩევს საკუთარ გზას და საბოლოოდ წარადგენს “მოგზაურობის” მოკლე შეჯამებას. შეიქმნება აღმოჩენილი გზების, ადგილების ფსიქო-გეოგრაფიული დოკუმენტაცია.

ვორქშოფის გეგმა:

საინტერესო ადგილების აღმოჩენა

ვორქშოფის მონაწილეეთა თავისუფალი გადაადგილება

საკუთარი გზების აღმოჩენა

პრეზენტაცია

სასურველია ყოველმა მონაწილემ შეაგროვოს შემდეგი მასალები:

ერთი სურათი (შერჩეული ადგილის/ადგილების ფოტო, სკეჩი, ვიდეო)

ხმის ჩანაწერი

ერთი არტეფაქტი (ნებისმეიერი ნივთი ადგილიდან, მაგ: ქვა, კედლის ნანგრევი…)

ერთი წინადადება

ერთი ინტერვიუ გამვლელთან ან იქ მყოფებთან (აუდიო ჩანაწერი ან ნაწერი)

პირველი დღე
● ორგანიზაციის საქმიანობის პრეზენტაცია
● განხორციელებულ პროექტზე საუბარი/ მასალების ჩვენება
● ვორქშოპის აღწერა და სამუშაო დავალებების მიცემა

მეორე დღე
● შესრულებული დავალებების განხილვა
● შემაჯამებელი დისკუსია

ვორქშოპს ჩაატარებენ მიხელ ხუნდაძე და ნატო ნებიერიძე-ხუნდაძე
კამპუსი-თანამედროვე ხელოვნებისა და სახელოვნებო განათლების ადვოკატირების ცენტრი

Details

თარიღი:
ივნისი 25 2017
Time:
2:00 pm - 6:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/1410976988940950

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map