Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სამი კუთხე

მარტი 18 2017 @ 6:00 pm - აპრილი 15 2017 @ 10:00 pm

სამი კუთხე
18 მარტი – 15 აპრილი

მოზღვავებულ საინფორმაციო ნაკადში ყურადღების მიღმა დარჩენილი მოვლენები – კერძოდ, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მცხოვრები ფოტოგრაფების რეაქციები მათ გარშემო მომხდარ ისტორიებზე, ადამიანებზე. გამოფენის მიზანია ფოტოების მეშვეობით სამ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ყოფის ერთიანი სურათის შექმნა. სამივე ქვეყნის ყოველდღიურობის და ისტორიების ამსახველი ვიზუალური მასალის ერთ სივრცეში განთავსებით, დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა დაინახოს თავისი ადგილი ამ მოვლენებში და ასევე, ერთიან კონტექსტში აღიქვას/შეადაროს სამი ქვეყნის მსგავსებები თუ განსხვავებები, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის მდგომარეობას.

გამოფენაზე წარმოდგენილია 30 ფოტოგრაფის ნამუშევარი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან – ფოტო და მულტიმედია. თანდართული მოკლე ისტორიებით.

ჰაიკ ბიანჯიანი, სომხეთი / ქნარ ბაბაიანი, სომხეთი / ნელი შიშმანიანი, სომხეთი / ანაჰიტ ჰაირაპეტიანი, სომხეთი / ნაზიკ არმენაკიანი, სომხეთი / ეჰმედ მუხტარი, აზერბაიჯანი / ეჰთირამ ჯაბი, აზერბაიჯანი / ელნურ მუხტარი, აზერბაიჯანი / გულრნარ სალიმოვა, აზერბაიჯანი / ჯაჰანგირ იუსუფი, აზერბაიჯანი / მუჰამედ თურქმენი, აზერბაიჯანი / რასულ გულიევი, აზერბაიჯანი / ვუგარ სევდიმალი, აზერბაიჯანი / ანა კაიშაური, საქართველო / იანა ყორბეზაშვილი, საქართველო / ერეკლე სოლოღაშვილი, საქართველო / გიორგი გოგუა, საქართველო / გიორგი დუნდუა, საქართველო / გურამ მურადოვი, საქართველო / ირაკლი ტაბატაძე, საქართველო / კახა კახიანი, საქართველო / ლაშა ცერცვაძე, საქართველო / ლევან ხერხეულიძე, საქართველო / მანო სვანიძე, საქართველო / მზია საგანელიძე, საქართველო / ნათია გელანტია, საქართველო / სოფო აფციაური, საქართველო / დათო ქორიძე, საქართველო / ნინო-ანა სამხარაძე, საქართველო / ონიკ ჯეიმს კრიკორიანი, დიდი ბრიტანეთი

გამოფენაზე წარმოდგენილი მასალა, განთავსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია არტივიზმის“ მიერ შექმნილ ვებ გვერდზე www.myangle.net. ეს ერთადერთი მოქმედი პლატფორმაა, სადაც ვიზუალურ არტისტებს აზერბაჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან თავიანთი ნამუშევრების/პროექტების ატვირთვა და ინფორმაციის გაცვლა შეუძლიათ.

Details

Start:
მარტი 18 2017 @ 6:00 pm
End:
აპრილი 15 2017 @ 10:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/261551944256515

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map