Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფოტოების დიალოგი

თებერვალი 17 @ 6:00 pm - მარტი 9 @ 7:00 pm

17 თებერვალს ქართველი და პოლონელი ფოტოგრაფების ერთობლივი გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. „ფოტოების დიალოგი“ – პოლონელი ფოტოგრაფების აჭარაში, ხოლო ქართველების ქვემო სილეზიაში მოგზაურობის შედეგებსა და თავისებურებებს ასახავს. ღონისძიება პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში იმართება.

ამავე ფესტივალის ფარგლებში 2017 წლის დეკემბერში ქართველი და პოლონელი ხელოვანების ფოტოები უკვე გამოიფინა ქვემო სილეზიის უდიდეს საგამოფენო სივრცეში, ქალაქ ვროცლავის FOTO-GEN გალერეაში. ქართველი დამთვალიერებელი კი პროექტის შედეგებს 17 თებერვალს ბათუმში ნახავს.

ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოსა და პოლონეთს შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაა. 2 რეგიონი აჭარა და ქვემო სილეზია მათი განსაკუთრებული მახასიათებლების გამო შეირჩა. ეს რეგიონები ცნობილია თვალწარმტაცი პეიზაჟებით, განუმეორებელი ბუნებით, შთამბეჭდავი არქიტექტურითა და რა თქმა უნდა, უაღრესად მდიდარი მულტიკულტურული ისტორიით.

ხელოვანთა ორივე ჯგუფი კონცენტრირებული იყო სწორედ, ამ ორი რეგიონის მიმზიდველობისა და კულტურული სიმდიდრის წარმოჩენაზე. გამოფენაზე შეხვდებით ნამუშევრებს, რომლებიც რეალობას და ამ რეალობის სხვადასხვა ინტერპრეტაციას ასახავს, ერთი ფერის თუ ფერთა მდიდარი გამის მქონე ფოტოებს, რომლებიც წარმოგვიჩენს ამ რეგიონების ბუნებას, ქალაქებს, მოგზაურობის დროს ნანახი ხალხის რეალისტურ პორტრეტებს, დინამიკურ მოვლენებს. გამოფენაზე ასევე ნახავთ ისეთ ნამუშევრებს, რომელთა მეშვეობითაც ხელოვანი მნახველს უზიარებს თავის ემოციურ ფონს, სხვადასხვა ადგილის ნახვითა და ხალხთან შეხვედრით გამოწვეულ შთაბეჭდილებებს. ეს არის ფოტოგრაფების მიერ სუბიექტურად აღქმული რეალობა და ამავდროულად აჭარისა და ქვემო სილეზიის პოპულარიზაცია.

პოლონურ- ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში 2017 წელს არაერთი ღონისძიება გაიმართა. თანამშრომლობამ ფოტოგრაფიის გარდა თეატრის, ქორეოგრაფიის, ტურიზმისა და მედიის მიმართულებები მოიცვა.

Details

Start:
თებერვალი 17 @ 6:00 pm
End:
მარტი 9 @ 7:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/198618477548170

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

Contemporary Art Space, Batumi
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000 GE
+ Google Map