Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კორეული ოცნებები/ნატალი დაუსტი

სექტემბერი 7 2017 @ 7:00 pm - სექტემბერი 14 2017 @ 10:00 pm

კორეული ოცნებები
ფოტოგრაფ ნატალია დაოსტის უახლესი პროექტი „კორეული ოცნებები“ – კომპლექსური სერიაა, რომელიც იკვლევს ჩრდილოეთ კორეის ქაოტურ სიცარიელეს. ხელოვანის ფოტოები ირეკლავს ქვეყანას, დროის მიღმა არსებულს, რომელიც საგულდაგულოდ დადგმულ მირაჟს შეიძლება შეადარო. ნატალია დაოსტმა კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა ფენტეზის სამყაროს კვლევას: დაფარული სურვილები და ზრახვები, რაც ადამიანებს უბიძგებს იოცნებონ, შეიმოსონ, თავი დააღწიონ ჩარჩოებს და რეალობას გაექცნენ. „კორეული ოცნებებით“ ხელოვანი იკვლევს თავის დაღწევის იმპულსებს, არა როგორც ინდივიდუალურ არჩევანს, არამედ როგორც მთელ ერზე თავსმოხვეულ ცხოვრების წესს.

ფირების დამუშავების პროცესი ფარულად მიმდინარეობს – ეს დაოსტის არჩევანია. ფოტოები მიჩქმალულია მანამ სანამ ფაქტები მიეცემა დავიწყებას და მისი კავშირი რეალობასთან იკარგება. ეს მეთოდი მიანიშნებს ჩრდილოეთ კორეაში ინფორმაციის გავრცელების თავისებურებაზე – ფოტოგრაფებისთვის, ჩრდილოეთ კორეის მთელი მოსახლეობის მსგავსად, რეალური სიმართლე ბუნდოვანია. საბოლოო ჯამში, ნატალია დაოსტის ფოტოპროექტი გვიყვება ჩრდილოეთ კორეის საზოგადოებაზე, მათთვის მიუწვდომელ ინფორმაციასა და დაფარულ სიმართლეზე.

Details

Start:
სექტემბერი 7 2017 @ 7:00 pm
End:
სექტემბერი 14 2017 @ 10:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/1986798811555049

Organizer

Odesa// Batumi Photo Days Festival
Website:
https://www.facebook.com/thephotodays/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map