ჩვენს შესახებ

თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ბათუმი

  სახელოვნებო სივრცის იდეა 2011 წელს გაჩნდა. რამდენიმე ხელოვანის გადაწყვეტილება და სურვილი, ბათუმში არსებულიყო თავისუფალი, მულტიმედიური სივრცე, რომელიც შეითავსებდა, როგორც საგამოფენო, ასევე საგანმანათებლო ფუქნციას წლების განმავლობაში იხვეწებოდა, ზრდებოდა და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი არეა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მედიასა და ხელოვნების მიმართულებებს.
  2012 წელს აჭარის ა.რ. კულტურის სამინისტროს დაფინანსებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა ბათუმელ ხელოვანთა გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბათმელი მხატვრები, ფოტოგრაფები, მოქანდაკეები, გამნათების დიზაინერები. შედგა ასევე თეატრალური პერფორმანსი. აღნიშნულმა გამოფენამ საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, რამაც კივედ ერთხელ ცხადყო ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცის არსებობის აუცილებლობა. ამავე წლის ნოემბერსა და აპრილში ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველო” ჩაატარა სემინარი ხელოვნების მენეჯმენტისა და მართვის მიმართულებით. თურქი და ამერიკელი ექპერტების დამხარებით (ბერალ მადრა (Beral Madra, IS) და ლიდია მეთიუ ( Parson School, NY)) საბოლოოდ გამოიკვეთაროგორც საჭიროებები, ასევე სივრცის ძირითადი პრიორიტეტები.
  ამავე სივრცეში 2012 წლის ოქტომბერშიმოეწყო წამყვანი რუსი თანამედროვე ხელოვანების გამოფენა “სატურნალია” „სმირნოვი და საროკინის ფონდის“ დახმარებითა და ევგენია ქიქოძის კურატორებით. გამოფენაზე წარმოდგენილნი იყვენ ისეთი მხატვრები როგორიცაა ირა კორინა, სერგეი საპოჟნიკოვი, ვლადიმირ ლოგუტოივ, ჯგუფი „ მილო“ და ა.შ. თითოეული ჩატარებული ღონისძიების დამსწრე საზოგადოება 100 დან 400-მდე ადამინს ითვლიდა, რამაც თანამედროვე ხელოვნების ტერიტორიის არსებობისადმი ინტრესი და აუცილებლობა აჩვენა. ამის შედეგად არსებულმა საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო მოლაპარაკება აჭარის ა.რ. განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ტერიტორიის მუდმივ საგამოფენო და შეკრების ადგილად ჩამოყალიბების თაობაზე. შედეგად შემუშავდა სივრცის კონცეფცია და პროგრამა, რომელიც ჯგუფმა წარუდგინა სამინისტროს.
  2014 წელს სამინისტროსთან არსებული ააიპ (არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) თანამედროვე ხელოვნების სივრცედ ჩამოყალიბდა. სამინისტრომ წლიური პროგრამული და სარემონტო სამუშაოების თანხები გამოუყო სივრცეს. სივრცის თანამშრომლებმა აუდიტორიის მოკლვევა ჩაატარეს, რათა გამოეკვეთათ გამოფენების და სემინარების პოტენციურიაუდიტორია. აუდიტორიის მოკლვევის გათვალისწინებით სივრცის პროგრამა შემუშავდა.