სივრცე

სივრცე

სივრცის იდეა 2011 წელს გაჩნდა. მას შემდეგ არაერთი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით; სემინარები, ლექციები, გამოფენები და აუცილებლობის კვლევა. და 2014 წელს, ადგილობრივი ხელოვანების ინიციატივის და შრომის შედეგად, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ბაზაზე ახალი ერთეული – ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე დაფუძნდა.

ამ წლების განმავლობაში სივრცე ახორციელებს არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტს, საგამოფენო და საგანმანათლებლო მიმართულებით, ასევე ყოველწლიურ ფესვიტივალს „გაცვლა “(წარსულში „ფოტო დღეები “).
სივრცის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს რეგიონში და ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნების და ზოგადად კულტურის სექტორის განვითარებას, იგი რეგიონული პლატფორმის როლს ასრულებს და არაერთ ხელოვანს აძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

მულტისექტორული თანამშრომლობა ასევე სივრიცის ერთ -ერთ პრიორიტეტად იქცა, რათა მეტად უზრუნველყოს ფართო საზოგადოების და სხვა სექტორების ჩართულობა პროცესში და მოახდინოს რეფლექცია გლობალურ პროცესებზე.