არტ-საწარმო

artfactory

ა (ა) ი პ – თანამედროვე ხელოვნების სივრცე არის სახელოვნებო სივრცე, რომელიც 2014 წელს დაარსდა. 2017 წლის 1 ივნისს დაარსდა პროექტი „არტ საწარმო“ რომელიც შემდგომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ იქნა დაფინასებული. პროექტის მიზანია ვიზუალური არტის ტრადიციული, ჩაკეტილი სივრცეებიდან საჯარო, გამოყენებით სივრცეში გადატანით, საზოგადოების ინტერესის გაზრდა. პროექტის ფარგლებში ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეიქმნა არტ საწარმო, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე არტისტებისთვის სხვადასხვა კომერციული მიმართულებების გაძლიერებას. საწარმო ამზადებს ექსკლუზიურ ჩანთებს, მომავალში საწარმოს დაემატება წარმოების სხვა ხაზები: ქუდები, ქამრები, შარფები და სხვა აქსესუარები. წარმოებული პროდუქციის დასათვალიერებლად და შესაძენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს სივრცეში.