10 სექტემბერი 2015

ტერიტორია // სივრცე

ტერიტორიის და სივრცის თემა სხვადასხვანაირად შეიძლება აისხნას, ის შესაძლოა პიროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ხასიათის მატარებელი იყოს.  ყველა ტერიტოას აქვს გარკვეული საზღვარი, შეთანხმებული ან დატანილი პოლიტიკურ რუკაზე, მაგრამ არის კი ეს საზღვრები ერთიანი ყველასათვის, წარმოადგენენ კი ეს საზღვარი უკვეთ  ზღვარს  ყველასათვის ?...

ფესტივალის მიზანია შექმნას თანამშრომლობითი გარემო ღია თანამშრომლობისათვის, როგორც პროფესიონალ ფოტოგრაფესა და დამწყებებსა და მოყვარულებს შორის.  კიდევ ერთხელ  ხაზი გაუსვას იმას რომ ფოტოგრაფია აღარ არის მხოლდ ელიტარული ხელოვნება ან მარტო დოკუმენტალისტიკა, რომელიც გარე მოვლენებს ასახვს, არამეტ  ეს არის კომუნიკაციის ენა რომელსაც მნიშვნელოვანი საკითხების წამოჭრის უნარი გააჩნია. თანამედროვე ხელოვნების ანალოგიურად მასს აღარ აქვს მკაფიო  საზღვარი დისციპლინებს შორის, მით უფრო მას შეუძლია სხვადასხვა სფეროების გაერთიანება და სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა. შესაბამისად ფესტივალი მიზნად ისახავ ხელი შეუწყოს ახალი ექსპერიმენტებსა და დისკუსიას მის ფარგლებში.

'ოდესა // ბათუმის ფოტოდღეები' ფესტივალს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა, ის ყოვეწლიური ღონისძიებაა რომელიც ორივე ქვეყანაში იმართება ოდესაში აპრილში და ბათუმში სექტემბერში.

ამ ორი ქალაქს არა მხოლოდ გეოგრაფიული კონტექსტი, შავი ზღა, აერთიანებს არამეტ მათი განვითარების და  სტრუქტურირების პრინციპი.  ფესტივალის ფირმატი პირველად ორ ქვეყანას აერთიანებს ერთიანი პროექტით.

ორგანიზატორების გაერთიანებული გუნდი, უკრაინული და ქართული ირჩევს წლის თემას, ქმნის კონცეფტს და იმუშავებს შესრულების გზაბს. ფესტივალის მთავარი პარტნიორებია 'ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე' და 'არტ ტრაველი' ოდესიდან.

2016 წლიდან ფესტივალების სახელწოდებები გაიყო და ამთ დაერქვათ 'ბათუმის ფოტოდღეები' და 'ოდესის ფოტოდღეები'.

 

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას