იდეის ავტორი მანანა ქავთარაძე
მხატვრები- მანანა ქავთარაძე, იოსებ ჯორბენაძე.
საქართველოს ტყის გაჩეხვის შემზარავი სტატისტიკა აქვს!
ამის უდაო ფაქტორი-ტყის უკანონო ჭრა არის, რომელიც შეუქცევად ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს ქვეყანას!
25 ივნისს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა „Art – Allusion / არტ – ალუზიები“. გამოფენა აერთიანებს მხატვრის უახლეს ნამუშევრებს, სადაც ფერწერის, ფორმისა და სიმბოლური მინიშნებების მეშვეობით იქმნება სივრცე ინტერპრეტაციისა და თავისუფალი დიალოგისთვის.
თანამედროვე ხელოვნების სივრცე გიწვევთ გოდერძი შარაშიას საავტორო დოკუმენტური ფილმის „ნაზარის წერილები“ ჩვენებაზე. ფილმი, რომელიც ნიუ-იორკისა და პარიზის საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია, 1924 წელს დახვრეტილი ხუთი სასულიერო პირის ისტორიას აცოცხლებს და ისტორიულ მეხსიერებას თანამედროვე აუდიტორიას აცნობს. ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორ გოდერძი შარაშიასთან. 6 ივნისი 19:00 საათი თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ზ. გამსახურდიას ქ. 1/5 დასწრება თავისუფალია.