08 აპრილი 2022

Unspoken: Words of Silence and Noise

მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებები თბილისის ახლგაზრდულ, სუბ- და კლუბური კულტურების შესახებ 

 

  კურატორი: ვახტანგ ჭეიშვილი


 

NINO GOGE GALLERY წარმოგიდგენთ გამოფენას - „Unspoken: Words of Silence and Noise”.


რა აღქმადი, სოციალური და პოლიტიკური შესაძლებლობები გააჩნია ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებს, რა თავისებურებებით გამოირჩევა ის საქართველოს დედაქალაქ თბილისში და როგორ შეიძლება მათი მხატვრული განხილვა საგამოფენო კონტექსტში?  გამოფენის ძირითადი კურატორული კონცეფცია და იდეები სწორედ ამ კითხვების გარშემო ერთიანდება. გამოფენა ასახავს ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, რომლებიც 1918 წლიდან დღემდე თან ახლავს საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ და საკლუბო კულტურას. მხატვრულ-ესთეტიკური თვალსაზრისით, გამოფენა სწორედ იმ ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება, რომლებიც, ზემოთ აღნიშნული კულტურებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე დროს, ის ცდილობს გამაერთიანებელი, გლობალური ნიშან-თვისებების პოვნას. 

გამოფენაზე წარდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილისა და ომარ გოგიჩაიშვილის (Hitori Ni) ფოტო ნამუშევრები. ასევე კურატორის მიერ შექმნილი ვიდეო ნამუშევარი, რომელიც, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პირველი არხის არქივისა და პირადი წყაროების ვიდეო მასალების შერწყმით წარმოადგენს მხატვრულ და დოკუმენტურ-რეტროსპექტულ განმარტებას, საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებზე.



 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.