06 მაისი 2022

LES MIROIR AUX ALOUTTES

The art of simulacrum

Miguel Rozas Balboa

დღეს, მასმედია რეალური მოვლენების გაშუქების გარდა, გვაწვდის მათ კონკრეტულ კონტექსტზე მორგებულ ვერსიებს. ინფორმაციის მიღების ასეთი ფორმა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის მიერ საკუთარი თავის და სხვების აღქმაზე, ქმნის ერთგვარ პრიზმას, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი აყალიბებს გარე სამყაროს თავისებურ, შესაძლოა გამრუდებულ, ვერსიას. ჩვენი საზოგადოება გაჯერებულია ვიზუალური სიმულაციებით, ხოლო ამ საზოგადობაში მყოფი ადამიანის არსებობა სავსეა სოციალური კონსტრუქტებით, რომლებიც, თავის მხვრივ, მუდმივად ცვალებადი და არამყარია. ყოველივე ეს თანდათან გვაკარგვინებს უნარს განვასხვავოთ რეალური ხელოვნურისგან.

თავისი ნამუშევრით მიგელ როცასი ცდილობს ტელემაუწყებლების მიერ შექმნილი სიმულაციური გამოსახულებების რეალობაში დაბრუნებას, რომელიც მათ “უკიდურესად” რეალისტურს ხდის. “Le miroir aux alouettes” ამსხვრევს მედიის მიერ შექმნილ ფსევდო სრულყოფილ ანარეკლს და ამით მაყურებელი მიჰყავს კრიტიკულ და ობიექტურ რეფლექსიამდე.

“Le miroir aux alouettes” არის ფრანგული ფრაზა, რომელიც მეორე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. თავდაპირველი მნიშვნელობით, Le miroir aux alouettes ნიშნავდა ხაფანგს, რომელსაც მონადირეები ხის ტოტებზე მიმაგრებული სარკეების სახით იყენებდნენ ფრინველების [კონკრ. ტოროლების] დასაჭერად. შემდეგ კი ამ ფრაზამ გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა, რომელიც ‘ხაფანგს’ ნიშნავს.

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.