საგამოფენო განაცხადების კონკურსი

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე აცხადებს 2023 წლისათვის საგამოფენო პროექტების განაცხადების მიღებას.

•    განმცხადებელი შესაძლოა იყოს რეგისტრირებული ორგანიზაცია ან კერძო პირი ნებისმიერი 
        ქვეყნიდან, რომელიც ოპერირებს თანამედროვე ხელოვნების დარგში.

•    წარმოდგენილი პროექტს უნდა ახლდეს ხელოვანის/ების, კურატორის განაცხადი, კონცეფცია, 
        სამოქმედო გეგმა და ხარჯთაღრიცხვა. 

•    განაცხადი უნდა მოიცავდეს მონაწილეების და პროექტის გუნდის აღწერას, რომლებსაც აქვთ
        გამოფენის განვითარების და მართვის უნარი.

•    თითოეული გამოფენის ვადა არის ერთი თვე.

•    წარმოდგენილი განცხადებებიდან შეირჩევა 5 გამოფენა.

•    მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3000 GEL 
       (ყველა გადასახადის გათვალისწინებით) 

•    თითოეული პროექტის ფარგლებში ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეს შეუძლია შემდეგი 
       მუხლების მხარდაჯერა: საერთაშორისო ფრენა  და/ან ადგილობრივ მგზავრობა, ცხოვრება, და მცირე პროდუქციის ხარჯი 

•    გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონის თანახმად, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე 
        ვალდებულია თანხა გახარჯოს მესამე პირის მეშვეობით, რომელიც უნდა იყოს შერჩეული ტენდერის 
        სახით, სრული განცხადების წარმოდგენის საფუძველზე. ასევე სვრცე ვერ აანაზღაურებს უკვე გახარჯულ   თანხებს.

•    განაცხადების მიღების ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი, 18:00 საათი საქართველოს დროით.

•    პროექტების შერჩევა ხორციელდება ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის თანამშრომლების და მოწვეული ჟიურის მიერ. 

•    შერჩეული პროექტების შესახებ აპლიკანტები მიიღებენ ინფორმაციას  არაუგვიანეს  2022 წლის 24 
        დეკემბრისა.

განაცხადის ფორმა 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@casbatumi.ge

სივრცის ტექნიკური რაიდერი იხილეთ ბმულზე  > space technical rider

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას