30 აგვისტო 2019

სარკისებრი სამყარო 2019

2019 წლის „ბათუმის ფოტოდღეები”-ის თემაა Mirror Land, სარკისებრი სამყარო. იგი იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რაც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებით არის გამოწვეული და მხარდაჭერილია მედია წყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელებით.

დღევანდელი საზოგადოება იზიარებს ორმაგ სტანდარტებს და ყალბ სტრუქტურებს, დაკარგულ მნიშვნელოებებსა და არეულ ფასეულობებს, რომლებიც ტრადიციებთან და დროში დამკვიდრებულ წესებთან თანხმობაშია მოყვანილი. შეჩერებისა და გაანალიზების დრო არ არის.

გამოფენა მიზნად ისახავს, ასახოს ხელოვანების პირადი გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასახოს მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები რომლებიც ეხმიანებიან ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას - წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, გაგვიზიაროს მნიშვნელოვანი ისტორიები, რომელიც ჩაგვაფიქრებს იმაზე თუ რატომ ვართ აქ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო უკეთეს ადგილად გაქციოთ.

თითო წვეთს, თითო მარცვალს შეუძლია რაღაცის შეცვლა. ყოველი პატარა ამბავი შეიძლება აირეკლოს სხვის გულში. საბოლოოდ თითოეული ადამიანი თავად ირჩევს იცხოვროს ანარეკლში თუ - რეალობაში.

 

გამოფენები 

exhibitions:

mirror/land

border/korea

Giorgi'

the visit

in the footsteps of Sella

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას