25 ოქტომბერი 2020

პარალელური კლასი

‘პარალელური კლასი’ არის პროექტი რომელიც საშუალო საფეხურზე მყოფ სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს დისტანციურ ალტერნატიულ საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. 

პროექტი მოიცავდა რამოდენიმე ონლაინ შეხვედრას და მიღებული შედეგის ფიზიკურ პრეზენტაციას საგამოფენო სივრცეში.

ძირითად სამუშაო თემას წარმოადგენდა ონლაინ სივრცეში მოგზაურობა და კვლევის საფუძველზე  მოგროვილი ინფორმაციის შენახვა ინლაინ სივრცეში და ფართო აუდიტორიისათვის გაზიარება.

პროექტის მიზანია შეიქმნას სასკოლო საგანმანათლებლო პროცესის დამხმარე ალტერნატიული განახლებადი პლატფორმა - ‘სკოლის ბუქმარქი’, რომლის შექმნაში და განვითარებაში თვითონ მოსწავლეები და სხვადასხვა საგანმანათლებლო, სახელოვნებო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

აღნიშნული სივრცეში მობილიზებულია სხვა ალტერნატიული შემოქმედებით საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმების, რომლის წვდომაც ლინკების მეშევობითაა შესაძლებელი.

პროექტის შექმნილი პარალელური კლასი და თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისი

https://www.facebook.com/Parallelclass-1481298635252242

https://www.facebook.com/CCA.Tbilisi

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას