Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ალეპო

აპრილი 20 @ 8:00 am - მაისი 30 @ 12:00 am

თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ ვახო ბუღაძის გამოფენას სახელწოდებით “ალეპო”, რომელიც 20 აპრილს 18:00 საათზე ჩვენს სივრცეში გაიხსნება.
მხატვრის რეაქცია სირიაში მომხდარ კონფლიქტზე
…მხოლოდ გამოსახულებები დამრჩა გონებაში როდესაც შევიტყვე რა მოხდა მანდ…

ალეპო – არაბულად ჰალაბ, მეორე ქალაქია სიდიდით სირიაში, ამასთან ქვეყნის ბიზნეს დედაქალაქია. საუკუნეები ალეპო ოსმალეთის იმპერიის ერთერთი მთავარი ქალაქი იყო, კაიროსა და კონსატანოპოლის მსგავსად. 2 მილიონი მაცხოვრებლით იგი სირიის ყველაზე დასახლებულ ქალაქს წარმოადგენდა, სანამ ეს რიცხვი საგრძნობლად შემცირდა , სამოქალაქო ომის შედეგან რომელიც თავის მხრივ 2011 წლის რევოლუციას მოჰყვა. ჩვენს წელთაღრიცხით 6-ე საუკუნეში ფიქსირდება.
ბრძოლა ალეპოსათვის, უდიდესი მილიტარული კონფლიქტი იყო ალეპოში, ყველაზე დიდი ქალაქი სირიაში , სირიულ ოპოზიციას (თავისუფალი სირიულ არმია და სხვა მსხვილი სუნიური ჯგუფები, როგორც ლევანტ ფრონტი და ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ალ-ნუსრას ფრონტი) ჰეზბოლას, შიდა სამხედროების და რუსეთის მხარდაჭერილი სირიის მთავრობის წინააღმდეგ და ქურთი ხალხის დამცველების გაერთიანების წინააღმეგ.
ბრძოლა დაიწყო 2012 წლის 10 ივლისს და მიმდინარე სამოქალაქო ომის ნაწილი გახდა. გამოუვალი მდგომარეობა რაც ოთხ წელს გრძელდებოდა, საბოლოოდ 2016 წლის ივლისში დასრულდა, როდესაც სირიის მთავრობამ მომარაგების არხები გადაუკეტა რუსული საჰაერო ძალების დახმარებით. საპასუხოდ ოპოზიციამ უშედეგო იერიშები განახორციელა, სამთავრობო ძალებმა გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო ნოემბერში და ალეპოს სრული ჩაბარება 2016 წლის დეკემბერში მოჰყვა. სირიული მთვარობის გამარჯვება
მებრძოლეებმა ბრძოლის ხანგრძლივობის და მასშტაბის გამო მას სირიულ სტალინგრადს უწოდეს. ბრძოლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ განსაკუთრებული ძალადობით გამოირჩეოდა, საავადმყოფოებზე და სკოლებზე განხორციელებული თავდასხმების გამო, მეტწილად სახელმწიფო ჯარების მიერ, რათა მოწინააღმდეგის პოზიციები შეესუსტებინათ, ასევე უმიზნო საჰაერო თავდასხმები, და სამოქალაქო ადგილების დაბომბვა. საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხემ მოუწოდა კონფლიქტის მებრძოლეებს მშვიდობიანი შეერთებისათვის, გაერომ შესთავზა სირიის მთავრობას იდეა აღმოსავლეთ ალეპოს ავტონომიად აღიარების რაზეც უარი მიიღო. ასი ათასობით მაცხოვრებელი იძულებული იყო დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები , მუდმივი იერიშების გამო, თუმცა მათი გადაადგილება ფერხდებოდა მხარეების შეუთანხმებლობის და უნდობლობის გამო.
იან ეგელანდი, გაეროში განსაკუთრებული მრჩეველი სირისათვის, ქალაქის დამობვასა და განადგურებას, „ბნელი თავი“ თანამედროვე ისტორიაში უწოდა:
ყველანი მძაფრად ვრძნობთ რომ ალეპოს ისტორია ამ ომში იქნება „ბნელი თავი“ საერთაშორისო ურთოერთობების ისტორიაში. ალეპოს აშენებას 4000 წელი დაჭირდა, ასობით თაობების მიერ, ხოლო ერთმა თაობამ მოახერხა ბოლომდე გაენადგურებინა ოთხ წელიწადში. სამასი ათასი წელი ალეპო მსოფლიოს ცივილიზაციას აძლევდა, ხოლო მსოფლიო ცივილიზაცია არ იყო იქ მაშინ როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
2016 წლის 16 დეკემბერს, თავის ბოლო პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა, ბან კიმუნმა სირიაში ომის უპირობო შეჩერება მოითხოვა, მისი თქმით სირიამ ისტორიულ კანონს მიაღწია..ალეპო, სირიაში უბედურების მდგომარეობის მეტაფორად იქცა, მოსახლეობის ნახევარი იძულებული იყო დაეტოვებინათ თავიანთი საცხვრებელი ადგილები.

Details

Start:
აპრილი 20 @ 8:00 am
End:
მაისი 30 @ 12:00 am
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/2165198313593638/

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map