Loading Events

« All Events

  • This event has passed.

არტ თუშეთი

დეკემბერი 8 2018 @ 5:00 pm - იანვარი 10 2019 @ 6:00 pm

არტ თუშეთი – ART TUSHETI
პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE, 2018
08.12.2018 – 23.12.2018

კურატორი: ნანა ყირმელაშვილი

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი დარგის – ბეჭდვითი მედიის, ხელით ბეჭდვის /სერიგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა…/ აღორძინებას საქართველოში.
2018 წელს აგვისტოში პროექტი თუშეთში დაიწყო, შემდეგ ბათუმში გადაინაცვლა და თბილისში დასრულდა.
დღეს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება გაცდა კედლის მხატვრობას. მას გამოხატვის სხვდასხვა ფორმა და ენა გააჩნია. სწორედ ამ ენაზე დაიწყო ლაპარაკი პრინტ ფესტივალმა და წელს ფესტივალის საგამოფენო ფორმატს ახალი სეგმენტი დაემატა. რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ექსპერტთა საბჭომ წინასწარ აირჩია თუშეთის პროექტში მონაწილე არტისტები: ფოტოგრაფები, მხატვრები, დიზაინერები, პერფორმერები, ვიდეო არტისტები, ფილმმეიქერები, მუსიკოსები. თუშური ლეგენდები, მითები და ორნამენტები გახდა არტისტების ინსპირაცია, რომელიც შემდგომში სხვდასხვა მედიის გამოყენებით იქნა წარმოჩენილი გამოფენაზე.
პროექტის მონაწილეებმა თანამედროვე ფორმებითა და ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლეს წარმოეჩინათ არტისტების მიერ დანახული თუშეთი.
პროექტი მულტიმედია არტისტების კოლაბორაციას წარმოადგენს. მათი ძირითადი ამოცანაა ძველი ტრადიციული ტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი, რომელიც ფესტივალის სავიზიტო ბარათი გახდა. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ბეჭდვითი მედიის მულტიმედია არტისტებთან კოლაბორაციის უსაზღვრო შესაძლებლობას დაფესტივალის ყველა ლოკაციაზე წარდგა ფართო მაყურებლის წინაშე.

Details

Start:
დეკემბერი 8 2018 @ 5:00 pm
End:
იანვარი 10 @ 6:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/332726310851574

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map