Loading Events

« All Events

  • This event has passed.

დინების მიმართულებით

მარტი 10 2018 @ 5:00 pm - აპრილი 8 2018 @ 9:00 pm

დინების მიმართულებით
10 მარტი – 8 აპრილი, 2018
გამოფენის გახსნა, 10 მარტი, 17:00 საათი

ობსკურა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოგიდგენთ გამოფენას “დინების მიმართულებით”. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ნატო ბაგრატიონის, სოფო კობიძის, სანდრო სულაბერიძის და ნინუცა შატბერაშვილის ნამუშევრები, რომლებიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის 2017-2018 წლებშია შექმნილი.
პროექტის განმავლობაში ხელოვანებს საშუალება მიეცათ სხვადასხვა მიმართულებით ეფიქრათ, განსხვავებულ მასალაში ემუშავათ. ზღვისპირეთის კონტექსტში შეიქმნა ნამუშევრები, რომლებსაც პირდაპირი კავშირები ზღვასთან შეიძლება არც აქვს. ასოციაციები, შთაბეჭდილებები, მოგონებები, შეგრძნებები, რომლებიც ამ გარემოს უკავშირდება ოთხი ხელოვანის სამუშაო თემაა. თითოეული მისი მხატვრული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით ექსპერიმენტირებს.
გამოფენაზე მუშაობის პროცესი არის ერთი მხრივ ხელოვანების დიალოგი საკუთარ თავთან, სადაც მათ სრული თავისუფლება აქვთ. მეორე მხრივ მოცემული კონტექსტით და კონკრეტული სივრცით ხელოვანების და კურატორების წინაშე დგას ამოცანა, დამოუკიდებელი ექსპერიმენტები როგორც ერთსადაიმავე კონტექსტში არსებული აზრის სხვადასხვა ნაკადები, მხატვრული მოვლენები ექსპოზიციით გააერთიანონ.
კურატორები: მარიამ ლორია, მარიამ წიქარიძე

Details

Start:
მარტი 10 2018 @ 5:00 pm
End:
აპრილი 8 2018 @ 9:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/413099639135605

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map