Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ემოციები

ივლისი 20 @ 6:00 pm - აგვისტო 3 @ 10:00 am

თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მანფრედ ბატორის პერსონალური ნამუშევრების გამოფენას სახელად „ემოციები”, რომელიც ჩვენს სივრცეში გაიხსნება 20 ივლისს 18:00 საათზე. გამოფენა წარმოადგენს პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ნაწილს. ორგანიზატორები არიან კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ვროცლავში, ქვემო სილეზიის რეგიონული მთავრობის კულტურის ინსტიტუტი და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე.

მანფრედ ბატორი -ფერმწერი, ხელოვნების თეორეტიკოსი და კრიტიკოსი. დაიბადა
1986 წელს ვროცლავში. 2006-2011 წლებში სწავლობდა ვროცლავის
სამხატვრო აკადემიის გრაფიკისა და მედიახელოვნების
ფაკულტეტზე, პროფესორ ევგენიუშ გეტა- სტანკიევიჩისა და
პროფესორ პაველ ფრონცკიევიჩის კლასში, რომლის დასრულების
შემდეგაც მიიღო დიპლომი. მანფრედ ბატორმა მონაწილეობა
მიიღო პოლონეთსა და მის ფარგლებს გარეთ სამოცზე მეტ
გამოფენაში. მისი შემოქმედება კონცენტრირებულია ფერწერაზე,
გრაფიკასა,ფოტოგრაფია და სივრცით ინსტალაციაზე. მანფრედ
ბატორი ამჟამად არის ვროცლავის უნივერსიტეტის სოციალური
მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტი ფილოსოფიის
განხრით. სადოქტორო დისერტაციას იცავს პროფესორ რიშარდ
რუჟანოვკისა და დოქტორ აგნიეშკა ბანდურას ხელმძღვანელობით.
ის აქვეყნებს თეორიულ და კრიტიკულ სტატიებს (მათ შორის გაზეთ
„ფორმატში“, სამეცნიერო-შემოქმედებით გაზეთ „დისკურსსა“ და
გაზეთში „ხელოვნება და დოკუმენტაცია“).

Details

Start:
ივლისი 20 @ 6:00 pm
End:
აგვისტო 3 @ 10:00 am
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/2304616802979895/

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map