Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კარი

მარტი 1 @ 1:00 pm - მარტი 15 @ 1:00 pm

„კარი“ ახალი სივრცის, შესაძლებლობისა და თავგადასავლის სიმბოლო, თუნდაც საკუთარი სახლის, სამზარეულოსა თუ საძინებლის ზღვარი. „კარი“ როგორც ინსტალაცია და მონუმენტი, მისი ფუნქციური თუ პოეტური შიგთავსით. „კარი“-ის ისნტალაციის დადგმის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაცია“-მ საკუთარი შენობის ისტორიული კარი საჩუქრად გადმოსცა თანამედროვე ხელოვნების სივრცეს. შემოქმედებითი და ტექნიკური სამუშაოების შემდგომ გადაწყდა თუ სად, რა ფორმითა და დატვირთვით შეიძლებოდა ინსტალაციის განთავსება. სარესტავრაციო სამუშაოების დასასრულს ჩამოყალიბდა იდეის საბოლოო ფორმა. დეკორატიული განათება, ახალი, რესტავრირებული ფორმითა და სიმბოლური დატვირთვით კარი განთავსდა თანამედროვე ხელოვნების მოპირდაპირე მხარეს. „კარი“-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის, მისი სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე ხელოვნების სივრცის საექსპოზიციო თუ სხვა საქმიანობასთან. „კარი“ იღება წელიწადში 4 ჯერ, იგი უკავშირდება წელიწადის დროებსა და ბუნების სახეცვლილებას. 1 მარტს “კარი” გაიღება ერთი თვით გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით. „კარი“ ასევე იწყებს საგამოფენო სეზონებს, შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტებს. მარტის თვეში თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დაგეგმილია რიგი ღონისძიებებისა , იწყება 3 მარტს 17:00 საათზე მაკ ჯორჯიას პროექტით “შუქი მოვიდა”, ფეისბუქის მეშვეობით აქვეყნებს ისტორიებს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ხელოვნების მიმართულებით საგამოფენო პროექტების ხელშეწყობა – 2019 ” ში ერთ- ერთ გამარჯვებული პროექტის გამოფენას “სული” რომელიც 9 მარტს 18:00 საათზე გაიხსნება სივრცეში. 23 მარტს წარმოგიდგენთ Batumi Photodays 2018 Photo Lab ში გამარჯვებული ორი ფოტოგრაფის გამოფენას. ასევე თანამედროვე ხელოვნების სივრცე ყოველ კვირეულად ატარებს აქტივობებს, როგორებიცაა კინოჩვენება- შაბათს 16:00 საათზე და საბავშვო კუთხეს- შაბათს 12:00 საათზე.
ინსტალაცია „კარი“ს იდეის საავტორო უფლება ეკუთვნის ირაკლი ძნელაძეს.

Details

Start:
მარტი 1 @ 1:00 pm
End:
მარტი 15 @ 1:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/487447805119131

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map