Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კარი

ივნისი 1 @ 4:00 pm - ივნისი 15 @ 4:00 pm

„კარი“ ახალი სივრცის, შესაძლებლობისა და თავგადასავლის სიმბოლო, თუნდაც საკუთარი სახლის, სამზარეულოსა თუ საძინებლის ზღვარი. „კარი“ როგორც ინსტალაცია და მონუმენტი, მისი ფუნქციური თუ პოეტური შიგთავსით. „კარი“-ის ისნტალაციის დადგმის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის ორგანიზაცია“-მ საკუთარი შენობის ისტორიული კარი საჩუქრად გადმოსცა თანამედროვე ხელოვნების სივრცეს. შემოქმედებითი და ტექნიკური სამუშაოების შემდგომ გადაწყდა თუ სად, რა ფორმითა და დატვირთვით შეიძლებოდა ინსტალაციის განთავსება. სარესტავრაციო სამუშაოების დასასრულს ჩამოყალიბდა იდეის საბოლოო ფორმა. დეკორატიული განათება, ახალი, რესტავრირებული ფორმითა და სიმბოლური დატვირთვით კარი განთავსდა თანამედროვე ხელოვნების მოპირდაპირე მხარეს. „კარი“-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის, მისი სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა, რომელიც დაკავშირებულია თანამედროვე ხელოვნების სივრცის საექსპოზიციო თუ სხვა საქმიანობასთან. „კარი“ იღება წელიწადში 4 ჯერ, იგი უკავშირდება წელიწადის დროებსა და ბუნების სახეცვლილებას. 1 ივნისს “კარი” გაიღება ერთი თვით ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით. „კარი“ ასევე აგრძელებს საგამოფენო სეზონებს, შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტებს. ივნისის თვეში თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დაგეგმილია რიგი ღონისძიებებისა , იწყება 1 ივნისს გამოფენით “ბავშვობა და ახლა” 18:00 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ ბავშვობაში დახატული ესკიზები და ახლანდელი ნამუშევრები. კურატორი ქეთევან ვაჩეიშვილი .
8 ივნისი- გამოფენა სახელწოდებით ბათუმი- კურატორი ალექსანდრე ფლორენსკი. პროექტი ითვალისწინებს ქართველი და რუსი მხატვრების კოლაბორაციას თემაზე ბათუმი- მათი შთაბეჭდილებების გადმოსახვა ნახატებში. 22 ივნისს ასევე გაიხსნება ირა კორინას გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა .ასევე თანამედროვე ხელოვნების სივრცე ყოველ კვირეულად ატარებს აქტივობებს, როგორებიცაა კინოჩვენება- შაბათს 16:00 საათზე და საბავშვო კუთხეს- შაბათს 12:00 საათზე.
ინსტალაცია „კარი“ს იდეის საავტორო უფლება ეკუთვნის ირაკლი ძნელაძეს.

Details

Start:
ივნისი 1 @ 4:00 pm
End:
ივნისი 15 @ 4:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/431974367365010/

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map