Loading Events

« All Events

  • This event has passed.

კონკურსი საგამოფენო პროექტების ხელშეწყობაზე – 2019

დეკემბერი 28 2018 - თებერვალი 1 2019

“თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით საგამოფენო პროექტების ხელშეწყობა – 2019”

კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს. პროექტი უნდა ეხებოდეს მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების სფეროს; ამასთან, აუცილებელია გამოფენას ჰქონდეს გამოკვეთილი კურატორული კონცეფცია და განსაზღვრული მონაწილე მხატვარი// მხატვრები.

კონკურსანტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. წერილი საკონკურსო კომისიის სახელზე;
2. განაცხადის ფორმა;
3. განმცხადებლის/ავტორების CV და საკონტაქტო ინფორმაცია.
(საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ).

განცხადებების წარდგენის წესი და ვადა:
საკონკურსო წინადადებები მიიღება, როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით.
ელექტრონულ მისამართზე: casbatumi@gmail.com, info@casbatumi.ge
თანამედროვე ხელოვნების სივრცის ოფისში. მისამართი: ქალაქი ბათუმი, ზ. გამსახურდია 1/5. (ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე, კვირის გარდა).
მიღების ვადა: 2019 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

განაცხადების განხილვის წესი:
კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია.
კომისიის მიერ განხილული იქნება მხოლოდ სრულად შევსებული განაცხადის ფორმები.

მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კონკურსის მონაწილეებს ეცნობებათ განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

ტექნიკური სპეციფიკაციები:
• სივრცის პარამეტრები: თანდართულია ნახაზი.
• თანამედროვე ხელოვნების სივრცე უზრუნველყოფს გამოფენის მომზადებისთვის საჭირო მცირე ხელშეწყობას – საგამოფენო, საექსპოზიციო ხარჯი, ტექნიკური მხარდაჭერა, პუბლიკაცია და მგზავრობა (გამონაკლისის სახით)
• მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს;
• გამოფენის ხანგრძლივობა 15-20 დღე

კონკურსში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ფორმა: https://goo.gl/forms/sxb0pcHsrc1RKj6q2

ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე იტოვებს უფლებას, საკონკურსო წინადადებებიდან არ გამოავლინოს გამარჯვებული, ასევე, უფლება აქვს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპზე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს კონკურსი, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო.

კონკურსთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ საკონკურსო კომისიის აპარატს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მობ: +995 593 60 45 95 casbatumi@gmail.com, info@casbatumi.ge
ა(ა)იპ „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“

Details

Start:
დეკემბერი 28 2018
End:
თებერვალი 1