Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მე ზღვა

მარტი 23 @ 6:00 pm - აპრილი 18 @ 6:00 pm

თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ Batumi Photodays 2018 ის ფარგლებში ჩატარებული Photo Lab ის გამარჯვებული ორი ფოტოგრაფის ვერა ზემლიანიკინა(უკრაინა) და ხატია ბასილაშვილის(საქართველო) გამოფენას „მე ზღვა“ რომელიც 23 მარტს 18:00 საათზე გაიმართება ჩვენს სივრცეში.

ვერა ზემლიანიკინა

ზღვა (პლაჟის ცხოვრება) დროის საპირისპიროდ. Times VS Beach-life
ფოტოებზე შეგვიძლია დავინახოთ ზღვის და ტალღების ქაფის მიერ ჩამორეცხილი პლაჟის ცხოვრება თავისი ხალხით , პერსონაჟებით, საჭმლით, ტანსაცმლითა, ტრადიციებით.
ძალიან ძველი ფირია და ქაფის ექსპოზიცია გვაძლევს საშუალებას რომ დავინახოთ ეს. ჩვენ ვერ ვხვდებით როდის არის ეს კადრები გადაღებული საუკუნის დასაწყისში, 50იანებში თუ 80იანებში თუ გუშინ წინ.
ყველა ფოტო არ არის წინასწარ დადგმული და გადაღებულია 2016 წელს.

ხატიას ბასილაშვილი – მე

სულიერი სიმშვიდისა და ფიზიკური თვითგადარჩენის უსასრულო ძიებისას, მივაგენი ჩემი შინაგანი ხედვის გამოხატვის საშუალებას. შვება მაშინვე მეწვია და ჩემი სულის სიღრმეებიდან ის ტკივილი და შეუცნობლობა ამოვიღე, რომელიც სადღაც ღრმად იყო დამალული და ფოტოების ოთკუთხედ ფორმაში მოვათავსე. მივიწყებული ოცნებების გახსენება და ჩემი სხეულის შესწავლა დავიწყე, იმისათვის რომ ისევ მეგრძნო ის მშვენიერება, რომელიც ბავშვის გაჩენის შემდეგ დაკარგული მეგონა.
ცხოვრებისეულმა სტრესმა მაიძულა საკუთარი თავი გამომეკეტა ერთ ფსიქოლოგიურ ოთახი, სადაც ყველაფერს ჩემი ფანჯრიდან ვხედავდი და ვაკვირდებოდი. ჩემი მეუღლის, ჩემი შვილის, მზერის გავლით ვხედავდი იმ სილამაზეს, რომლის აღქმაც მე თვითონ მიჭირდა. სარკეში არეკლილი გამოსახულებით ვახერხებდი ორიენტაციას და გარემოსთან ურთიერთობას. ჩემს ფოტოსერიაში ფანჯრები და სარკეები აუცილებელი ატრიბუტებია, რომელთა გარეშე მე ჩემს სათქმელს ვერ გამოვხატავდი. მე ვარ ქალი, რომელიც შვილის გაჩენის შემდეგ საკუთარ შიშებსა და კომპლექსებში დაიკარგა და გადარჩენა მხოლოდ ფოტოკამერის საშუალებით მოახერხა.
ეს ფოტოსერია იმ მდგომარეობის ძალიან მცირე აღწერაა, რომელიც ემოციურად მჭიდრო კავშირშია ჩემთან და რომელსაც დღემდე ვცდილობ არ გავექცე, არ დავემალო ტვინის მივიწყებულ ადგილებში. უნდა გავუმკლავდე.

Details

Start:
მარტი 23 @ 6:00 pm
End:
აპრილი 18 @ 6:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/323798231828750

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map