Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საბავშვო კუთხე

ოქტომბერი 7 @ 12:00 pm - 2:00 pm

საბავშვო კუთხე არის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მიერ ორგანიზებული პროექტი რომელიც 4 წელია რაც ჩვენ მიერ ხორციელდება და 7 ოქტომბრიდან აქტიურად განახლდება. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნება ბავშვთა 15 კაციანი ჯგუფი რომელსაც უხელმძღვანელებს კურატორი, რომელიც ბავშვებს გააცნობს ხელოვნების სხვადასხვა სახეობებს (პლასტელინით ძერწვას, ხატვას, მუყაოს სათამაშოების დამზადებას და სხვა) და ასევე მიაწვდის მათ მოკლე თეორიულ ინფორმაციას მხატვრების შესახებ.
პროექტი მიზნად ისახავს შემეცნებითი პლატფორმის შექმნას მომავალი თაობისთვის, მათვთვის ხელოვნების შეყვარებასა და ზოგადი ცოდნის გაღრმავებას, მათი ამ სფეროთი დაინტერესებასა და მათში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
საბავშო კუთხე გაიმართება ყოველკვირეულად, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის დამყარებასა და ამ სფეროს რუტინაში მოქცევას.
ყოველკვირეულად საბავშვო კუთხეში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა რადგანაც ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ, გთხოვთ მოგვწეროთ ბავშვის სახელი გვარი და ასაკი ჩვენივე ფეისბუკ გვერდზე. მონაწილეობა უფასოა. ბავშვთა ასაკი განსაზღვრულია, 5 წლის ზემოთ და არა უმეტეს 13 წლისა.

Details

თარიღი:
ოქტომბერი 7
Time:
12:00 pm - 2:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/168398427418505

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map