Loading Events

« All Events

სული

მარტი 9 @ 6:00 pm - მარტი 21 @ 9:00 pm

თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ “თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით საგამოფენო პროექტების ხელშეწყობა – 2019 ” ში ერთ- ერთ გამარჯვებული პროექტის გამოფენას “სული” რომელიც 9 მარტს 18:00 საათზე გაიხსნება ჩვენს სივრცეში.

პროექტის კონცეფცია ორ სივრცედ დაყოფილი, სამი დამოუკიდებელი ხელოვანის პროექტი, რომლებსაც ერთმანეთთან სულის გამჭვირვალობა და ტრანსფორმაცია აკავშირებს.

სული /მარი ათანელი / ფოტო ინსტალაცია სული, გენდერს, ეგოს, რასიზმს, ფაშიზმს, ჰომოფობიას, იერარქიას, ასაკს, ძალადობას, აგრესიას, სექსუალური და ყოველგვარი იდენტიფიცირების მიღმაა… ისევე, როგორც მის მიერ აღქმული ფოტოგრაფია. სული გაცნობიერებულობის, სიყვარულის და თავისუფლების უმაღლესი საფეხურია… მე არ მაქვს სული, მე ვარ სული და მაქვს სხეული… ბუდა.

მსახური ქრისტინე ტუსიაშვილი / ვიდეო ტრიპტიხი /საქართველო, გერმანია. ნამუშევარი სამი ნაწილისგან შემდგარ, სამარხიან, ფართო სპექტრის ვიდეო ინსტალაციას წარმოადგენს. ის ერთგვარი ვიდეო ტრიპტიხია, რომელიც მსახურებისა და სიყვარულის თემას ეხება. მსახურება და სიყვარული რას ნიშნავს გიყვარდეს? სიყვარული ყოველთვის ზემოქმედებს და მოძრაობაში მოყავს ყველა და ყველაფერი.

გუგა კოტეტიშვილი – ყველა მის მიერ წარმოდგენილ გამოფენაზე, ძველი და თანამედროვე ნივთებისგან შემდგარ ექსპოზიციის ნაწილს გააჩნია განვლილი ცხოვრება, ისტორია და სული.

Jino Dollini – DJ რომელიც ფონს შეუქმნის ღონისძიებას

 

Details

Start:
მარტი 9 @ 6:00 pm
End:
მარტი 21 @ 9:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/602733120195031

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map