Loading Events

« All Events

ფოტოდღეები 2019

აგვისტო 30 - სექტემბერი 1

2019 წლი ფესტივალის „ბათუმის ფოტოდღეები-ის თემაა Mirror Land, სარკისებრი სამყარო. იგი იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რისი გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებია მედია წყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო.

ჩვენი საზოგადოება იზიარებს ორმაგ სტანდარტებს, ყალბ და დაკარგულ მნიშვნელობებს, რომლებიც ტრადიციებთან და დამკვიდრებულ წესებთან თანხმობაშია. შეჩერებისა და გაანალიზების დრო არ არის.

გამოფენა მიზნად ისახავს, ასახოს ხელოვანების პირადი გამოცდილება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასახოს მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები და თანხვედრაში იყოს ფოტოდღეების მთავარ კონცეფციასთან – წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, გვაჩვენოს ის მნიშვნელოვანი ისტორიები, რომელიც ჩაგვაფიქრებს იმაზე თუ რატომ ვართ აქ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო გახდეს უკეთესი.

ყოველ წვეთს, ყოველ მარცვალს შეუძლია რაღაცის შეცვლა. ყოველი პატარა ამბავი შეიძლება აირეკლოს სხვის გულში. ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა – ვიცხოვროთ ანარეკლში თუ – რეალობაში.

მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა 10 ივლისამდე! 

Details

Start:
აგვისტო 30
End:
სექტემბერი 1
Event Category:
Website:
https://casbatumi.ge/photodays-2019/

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map