Loading Events

« All Events

  • This event has passed.

’17 – გიორგი ნებიერიძის გამოფენა

აგვისტო 31 2018 @ 6:00 pm - 10:00 pm

ბათუმი ფოტოდღეების ფარგლებში, 31 აგვისტოს, 18:00 საათზე ასევე გაიხსნება გიორგი ნებიერიძე-ს გამოფენა სახელწოდებით ’17 . გელოდებით ყველას ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში! Odesa// Batumi Photo Days Festival-ის თანაორგანიზატორობით.

‘17 გიორგი ნებიერიძის ახალი ფოტოსერიაა, იგი დაიბადა 1990 წელს. თბილისში, საქართველოში.

ნებიერიძის ნამუშევრები გამოხატავს თანამედროვე ევროპაში რადიკალური ახალგაზრდების მდგომარეობას. ეს ის ხალხია, რომლებიც მემარჯვენეებს არ სურთ აღიქვან როგორც ევროპის მომავალი სახე. ის აღბეჭდავს ნამდვილ გამოცდილებასა და გულახდილ კავშირს მეგობრებსა და მუზებს შორის, მომატებული და მკვეთრი ემოციის მომენტებსა და კონტროლის დაკარგვას. სილამაზის გამონათებები წვეულების შემდეგ ან მოკლეხნიანი შეხვედრები ქუჩებში, ასახავს ახალგაზრდებს სიყვარულის ძიებაში, საკუთარი თავის აღმოჩენას, განთავისუფლებას და მუდმივ მოდაში არსებული ყოველდღიური ცხოვრების შესწავლას.

დიქოტომია და მისი ნამუშევრების მკვეთრი ბუნება, თანამედროვეობის ვიზუალური კულტურის კრიტიკას გვთავაზობს და იწვევს განგაშს: ახალგაზრდობა, სექსუალობა, თავისუფლება, ძალადობა, ტექნოლოგია, ფიზიკური და ინტელექტუალური ურთიერთობები ყოველდღიურ ცხოვრებასა და ობიექტებში. ფოტოგრაფიის მრავალფეროვანი ჟანრების ჰარმონიზაციით: მოდის, არქიტექტურის, სახვითი ხელოვნების, ინდუსტრიული დიზაინის , აბსტრაქტულისა და დოკუმენტურის, ის ახერხებს ამ ელემენტების ინტერპრეტაციას ყველაზე გულახდილი და პირველსახოვანი ესთეტიურობით.

ნებიერიძემ თავის მშობლიურ ქალაქში, თბილისში,(საქართველო) გადაღებებისას მკვეთრად ასახა ახალგაზრდული კულტურის ახალი ტალღა, რომლებიც კუთვნილებისა და ეროვნული თვითმყოფადობის კონცეფციას დაემუქრნენ და რომლებიც, აჩვენებენ რომ პრობლემებსა და სირთულეებზე ოპტიმიზმი ზეიმობს . მან ასახა ამ ახალი თაობის შემოქმედებითი გონების ბრძოლა კონსერვატიზმთან იმის მტკიცებით რომ ისინი უცხო ორგანოს წარმოადგენენ და შექმნეს ძალიან მგრძნობიარე და ნაყოფიერი განსხვავება კორუფციულ საზოგადოებასა და მანიპულირების ინსტიტუტებს შორის.
არტისტის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ თავის ვებსაიტზე https://www.nebieridze.de/

მხარდამჭერები :
საქართველოს ეროვნული მუზუემი, თანამედროვე ხელოვნების გალერეის პროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განთლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, თანამედროვე ხელოვნების სივრცე და შემოქმედებითი საქართველო.

Details

თარიღი:
აგვისტო 31 2018
Time:
6:00 pm - 10:00 pm
Event Category:

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/