Loading Events

« All Events

  • This event has passed.

გამოფენა: კუკიას ანბანი

სექტემბერი 9 2017 @ 8:00 pm - სექტემბერი 16 2017 @ 8:00 pm

“კუკიას ანბანი”
ავტორი: ტიგრან ამირიანი

თბილისი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანია, რომელშიც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში რეკონსტრუქციისა და ხანდახან, დეკონსტრუქციის პროცესი არ შეჩერებულა. იგი მუდმივად იცვლიდა სახეს, რომელიც ერგო უძველესი დროიდან, მდიდარი შუასაუკუნეობრივი ისტორიიდან, თუ კოლონიური მეცხრამეტე საუკუნიდან. რევოლუციამდელმა ქალაქმა მალე იცვალა ფერი და საბჭოთა რესპუბლიკის
დედაქალაქად იქცა. ხოლო XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, გარდასახვის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი სწრაფად გადავიდა დამოუკიდებელი რესპუბლიკის ქალაქის ფორმირების ახალ ფაზაში, რომელიც ცდილობს დაიცვას უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა და რთული და მრავალფეროვანი ისტორიული წარსულის გადააზრებით შეინარჩუნოს საკუთარი იდენტობა გლობალიზაციის ეპოქაში.
თანამედროვე და თანამედროვეობის ძეგლები ჩნდება არა მხოლოდ და არა იმდენად ახალ ადგილებზე, არამედ უკვე არსებულ მეხსიერების ადგილებზე და ანაცვლებს მათ. ამ ცვლილების პროცესში პოლიტიკურ დისკურსს ყოველთვის შემოაქვს გარკვეული ნიშნები საზოგადოებისა და მისი სხვადასხვა ჯგუფის დიფერენციაციისათვის. ასეთი განმასხვავებელი ნიშანი ხშირად ქალაქის მცხოვრებთა რელიგიური ან ეთნიკური იდენტობაა.
საინტერესოა არა მხოლოდ ეთნიკურ ან რელიგიურ იდენტობათა ურთიერთქმედება ქალაქურ ყოფაში, არამედ ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი მეხსიერებისა და სოციუმის ისტორიული მეხსიერების ურთიერთდაპირისპირება, რადგან ყოველდღიურობის ქაოსი შლის ყოველგვარ საზღვრებს, რომლებიც ადამიანებს ამა თუ იმ ნიშნით განასხვავებს.

Details

Start:
სექტემბერი 9 2017 @ 8:00 pm
End:
სექტემბერი 16 2017 @ 8:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/348231582278875

Organizer

Odesa// Batumi Photo Days Festival
Website:
https://www.facebook.com/thephotodays/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map