Loading Events

« All Events

  • This event has passed.

Life N Style

აგვისტო 24 @ 6:00 pm - აგვისტო 28 @ 10:00 am

პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE – ფესტივალი ტრადიციათ იქცა და ამ ფორმატით მეოთხედ ტარდება საქართველოს სივრცეში. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთერთი მიტოვებული დარგის – ბეჭდვითი მედიის /ხელით ბეჭდვის/ – /სერიგრაფია, ოფორტი, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, გრავიურა…/ დარგის აღორძინების ხელშეწყობას საქართველოში.
ფესტივალი წარმოადგენს ქართველი და უცხოელი მაღალი დონის მხატვრების აბრეშუმით ბეჭდვის უნიკალურ კოლექციას და მულტიმედია არტისტების ერთობლივ პროექტს.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი იქნება სომეხი, ესტონელი, ბერძენი, ავსტრიელი და თურქი პრინტმეიქერი მხატვრების კოლექციების პრეზენტაცია.
ავსტრია: ფოტოგრაფი რობერტო მუფალეტტო
ესტონეთი: კურატორი: ოლგა ლუბასკინამხატვრები: იური არრაკ, ხაჩატურ ბელი, ვერა სტანიშევსკაია, ვლად სტანიშევსკი, ივან პირკოვ
სომხეთი: კურატორი: მარინა იერემიან მხატვრები: შტეფან ვერანიან, ვაჰან შალამბაშიან
საბერძნეთი: იოანის ჩანტზიდის
თურქეთი: კურატორი:დენიზჰან ოზერ; მხატვრები: დენიზ ჩობანკენტ, კარა დევაბილ, ილგინ ერდემ, გონჩა ერიმ, ოზგურ ერიილმაზ, ჰაკან ესმერ, ლუტფუ კაპლანოგლუ, სერაპ იოზერგინ, კადერ ოზტურკმენ, ილჰან სუმიერა, ობენ ილმაზ.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენის გახსნამდე პრინტ ფესტივალი გთავაზობთ სხვა ღონისძიებებსაც.

24.08.2019 – 12:00 საათი
ღამის კლუბი გეითი /მის: ანბანის კოშკის პირდაპირ

პრინტ ფესტივალის ფარგლებში ცნობილი ქართველი მხატვრების აბრეშუმით ნაბეჭდი ნამუშევრების ექსკლუზიური კოლექციის პრეზენტაცია და მულტიმედია არტისტების მიერ შექმნილი გამოფენა “ტრანზ ო სფერო”-თი სტარტს აიღებს პრინტ ფესტივალი. საგამოფენო სივრცედ გადაქცეულ კლუბში, უნიკალური აუდიო გაფორმების და პერფორმანსის ფონზე, მოხდება ტრანსცენდენტალური ხელოვნების ნიმუშების, აუდიო და ვიდეო ნამუშევრების 360 გრადუსით პროექცია.

13:00 საათი
ქართველი მხატვრის – რომანოზის – 3 მხატვრული ნამუშევარი გაემგზავრება სტრატოსფეროში (გაშვების ცერემონია).

13:30 – 14.30 საათი
ინსტალაციების ფონზე TeTe Noise-ი ლაივში დაუკრავს უნიკალური საუნდებით შექმნილ ექსპერიმენტულ სეთს.

იხილეთ პროექტის შესახებ გაკეთებული საპრომოციო მასალა:
პრომო ვიდეო 1: facebook.com/watch
პრომო ვიდეო 2: facebook.com/Antidote.AK
ვებ-გვერდი: romanoz.com/exhibition-in-space

პროექტის ორგანიზატორი: პრინტ ფესტივალი Life N Style
საკონტაქტო ინფორმაცია: ნანა ყირმელაშვილი +995 599 215 396
ელ/ფოსტა: artcaucasus@gmail.com
Facebook.com /LIFE N STYLE, lifenstyle
მხარდამჭერი ორგანიზაციაები: ქ.ბათუმის მერია, შემოქმედებითი საქართველო, ჰაიტექ-გს, გენერალური მედია პარტნიორი THE FINANCIAL

Details

Start:
აგვისტო 24 @ 6:00 pm
End:
აგვისტო 28 @ 10:00 am
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/2599752546703847

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map