Loading Events

« All Events

  • This event has passed.

Mirror Land – მთავარი გამოფენა

აგვისტო 30 @ 6:00 pm - სექტემბერი 13 @ 10:00 am

წელს „ბათუმის ფოტოდღეები“ ახალი მთავარი თემით და მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება. 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალი სტუმრებს გამოფენებსა და ღამის ჩვენებებს სთავაზობს.

„ბათუმის ფოტოდღეების“ 2019 წლის და შესაბამისად, მთავარი გამოფენის თემაა “Mirror Land” – „სარკისებრი სამყარო“, რომელიც იმ ყალბ ფასეულობებსა და სახეცვლილ რეალობას ეხმიანება, რაშიც ადამიანებს დღევანდელ სამყაროში უწევთ ცხოვრება და რისი გამომწვევიც სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენებია მედიაწყაროების მიერ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. მთავარი გამოფენა 30 აგვისტოს, 18 საათზე, სასტუმრო „ო. გალოგრეში“ (მისამართი: ზ.გამსახურდიას #29) გაიხსნება და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კონკურსის წესით შერჩეული 31 არტისტის ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან. გამოფენა მიზნად ისახავს, ასახოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ხელოვანების პირადი გამოცდილება, მათ ქვეყნებში არსებული პრობლემები და დაუკავშიროს ეს ფოტოდღეების მთავარ კონცეფციას – წარმოაჩინოს უსამართლო და ყალბი რეალობა, რომელშიც ადამიანებს უწევთ ცხოვრება, გვაჩვენოს ის მნიშვნელოვანი ისტორიები, რომელიც ჩაგვაფიქრებს, თუ რატომ ვართ აქ, ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო უკეთესი გახდეს.დაგვანახოს, ყველაფერი ჩვენს არჩევანზეა – ვიცხოვროთ ანარეკლში თუ რეალობაში.

Details

Start:
აგვისტო 30 @ 6:00 pm
End:
სექტემბერი 13 @ 10:00 am
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/681625908979114/

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

Galogre
Z.Gamsakhurdia #29
Batumi, Adjaria 6004 Georgia
+ Google Map