Loading Events

« All Events

  • This event has passed.

Re-Production Show

ნოემბერი 16 @ 6:00 pm - ნოემბერი 30 @ 6:00 pm

შაბათს, 16 ნოემბერს 18:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება რუსუდან ხიზანიშვილის და ალიონა შაპოვალოვას ერთობლივი გამოფენა “რეპროდუქცია”.
საკვანძო სიტყვები ანუ ეგრეთ წოდებული #ჰეშთეგები : ხელოვნება,ადამიანი,ტექნიკური პროგრესი,გამოცდილება,ურთიერთობა.
როგორია დღევანდელი სახელოვნებო კონტურებისა და ტექნიკური პროგრესის საზღვრების თანხვედრა? რა დოზით და რა ხარისხით იკვეთებიან და რომელს აქვს უპირატესობა დღევანდელ პროგრესირებად მოდულირებულ სამყაროში? რამდენად დასაშვებია შემოქმედებისა და ადამიანის ვირტუალური თანაცხოვრება? რადგან უკვე შეიქმნა ვირტუალური გალერეები და მუზეუმები, სადაც შეგვიძლია განთავსებული ნამუშევრების დათვალიერება, შესაძლებელია ამ „ვირტუალური“ ნამუშევრის შეძენა და საკუთარ ვირტუალურ სახლში განთავსება? შესაძლებელია ამ ვირტუალური ნამუშევრის „ვირტუალური“ სამზარეულოსა ან მისაღები ოთახის კედელზე მორგება? რა დრო დარჩა ადამიანისა და ხელოვნების ნიმუშის საბოლოო განხეთქილებამდე და რა დრო დასჭირდება ადამიანის გრძნობების 100 პროცენტით ნიველირებას? ახალი პარადიგმების დანერგვა ისევე უხილავად და უმტკივნეულოდ კვლავ ვირტუალურიდან შემოჭრილ რეალობაშია. როგორც წესი სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარება რადიკალურად ცვლის იმ დროისათვის ტრადიციული ხელოვნების იერსახეს .
როდესაც გადავწყვიტეთ CAS Batumi-სთვის კონცეფცია შეგვემუშავებინა, თავდაპირველად პორტფოლიოს შედგენას და დასახულ თემაზე მუშაობას ტრადიციულად მივუდექით. ამასობაში INSTAGRAM-ზე განლაგებული გალერეებიდან ვირტუალური გამოფენის გამართვის რამდენიმე ონლაინ-შეთავაზება მივიღეთ და გადავწყვიტეთ რომ არა ფიზიკური, არამედ INSTAGRAM- გამოფენა მოგვეწყო ეგრეთ წოდებული ლაიტმოტივის თანხლებით: თუ შეგიძლია იყიდო ვარსკვლავი, რატომ არ შეგიძლია იყიდო ვირტუალური ნახატი და შეინახო ვირტუალურ სახლში? თუ შეგიძლია გამოფენაზე არ მისვლა და ინსტაგრამზე ნებისმიერი გამოფენის live-რეჟიმში დათვალიერება, საჭიროა კი დღეს ფიზიკური სივრცე გამოიყენო იმისათვის, რომ გახდე ცნობილი?
ჩვენი გამოფენა გაიმართება ფაქტობრივად არ არსებულ და ამავე დროს ყველაზე უფრო მეტად რეალურ „ინსტა“ სივრცეში, როგორც ერთგვარე დღევანდელი დროის მითი, რომელიც თან არსებობს და თან არ არსებობს,მაგრამ გახსნისა და პრეს კონფერენციის თანხლებით .

Details

Start:
ნოემბერი 16 @ 6:00 pm
End:
ნოემბერი 30 @ 6:00 pm
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/418265259118757/

Organizer

Contemporary Art Space, Batumi
Website:
https://www.facebook.com/CasBatumi/

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map