Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ნახატის ენა

ოქტომბერი 4 @ 4:00 pm - ოქტომბერი 17 @ 10:00 am

4 ოქტომბერს 16:00 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ,,ნახატის ენა“ – ლიეტუველი და ქართველი ილუსტრატორების ერთობლივი გამოფენა გაიხსნება.

გამოფენა ერთგვარი სარკმელია ორი ერის თანამედროვე საბავშვო წიგნებში და მათ ილუსტრაციებში. დამთვალიერებელს აქვს საშუალება ნახოს, თუ როგორ ხდება მხატვრების მიერ შექმნილი ნამუშევრების ინტეგრირება წიგნებში და როგორი კავშირი აქვთ მათ ტექსტთან.

ერთის მხრივ, საერთო გამოფენა გამოხატავს ორი ქვეყნის ხელოვნებაში არსებულ ძირითად ტენდენციებს და აჩვენებს ქართველი და ლიეტუველი ილუსტრატორების სტილებისა და მხატვრული იდიომების მრავალფეროვნებას. მეორე მხრივ კი ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვგავართ ერთმანეთს, ვსაუბრობთ რა ნახატების უნივერსალურ ენაზე და ვყვებით ჩვენს ამბებს გამოსახულებებით. ამ ენას თარგმნა არ სჭირდება. ის ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც ერთნაირად მარტივად ესმით.

გამოფენის ლიეტუვური სექცია წარმოადგენს 15 ყველაზე ცნობილ მხატვარს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საბავშვო წიგნების შექმნაში. წიგნების უმრავლესობას მიღებული აქვს ჯილდოები ლიეტუვაში; ბევრი მათგანი ნათარგმნია სხვა ენებზეც და გამოცემულია უცხოური გამომცემლობების მიერ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოლექცია სხვადასხვა თაობის წარმომადგენლების ნამუშევრებს მოიცავს.

გამოფენაზე წარმოდგენილია 17 ქართველი ილუსტრატორის ნამუშევრები, რომლებიც შეირჩა გერმანელი კურატორის – Ulrike Nikel-ის მიერ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით 2018 წელს გამოფენილი იყო ბერლინში ფესტივალ ,,Berlin Book Islands” ფარგლებში, ხოლო შემდგომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო მიწვეული. წარმოდგენილი ნამუშევრებიდან ბევრს აქვს მიღებული მონაწილეობა და ჯილდოები ილუსტრაციის პრესტიჟულ საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში და რამდენიმე წიგნი ასევე გამოცემულია სხვადასხვა ენაზე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის შემდეგ გამოფენა იმოგზაურებს სამ ქალაქში: დუშეთში, თელავში და ბათუმში. გამოფენას თან დაერთვება ვორქშოფები, რომლებსაც ქართველი და ლიეტუელი ილუსტრატორები ბავშვებისთვის ჩაატარებენ.
პროექტი ხორცილედება პროგრამის „კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა – საქართველო ევროპაში/ევროპა საქართველოში“ ფარგლებში.

ორგანიზატორები:
• ვილნიუსის გრაფიკული ხელოვნების ცენტრი
• სტუდია ,,ილუსტრატორი“

ძირითადი ხელშემწყობები:
• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
• ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

პარტნიორები:
• საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
• საქართველოს მწერალთა სახლი
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
• თანამდეროვე ხელოვნების სივრცე, ბათუმი
• ლიეტუვური კულტურის ინსტიტუტი

Details

Start:
ოქტომბერი 4 @ 4:00 pm
End:
ოქტომბერი 17 @ 10:00 am
Event Category:
Website:
https://www.facebook.com/events/499551840887431/

Organizers

Contemporary Art Space, Batumi
Lietuvos ambasada Sakartvele

Venue

თანამედროვე ხელოვნების სივრცე
Zviad Gamsakhurdia St 1/5
Batumi, 6000
+ Google Map