PhotoDays 2016

ODESA // BATUMI PHOTODAYS 2016

 2016 წლის ფესტივალის გამაერთიანებელი თემაა „ტერიტორია//სივრცე“. ტერიტორიისა და სივრცის თემა სხვადასხვანაირად შეიძლება აიხსნას, ის შესაძლოა პიროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ხასიათის მატარებელი იყოს. ყველა ტერიტორიას აქვს გარკვეული საზღვარი, შეთანხმებული ან დატანილი პოლიტიკურ რუკაზე, მაგრამ არის კი ეს საზღვრები ერთიანი ყველასათვის, წარმოადგენენ კი ეს საზღვარები კარგ ზღვარს ყველასათვის?
10-14 სექტემბრის ჩათვლით ბათუმის საგამოფენო სივრცეებში, კერძოდ: თიბისი ბანკის გალერეა, აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მოეწყო 3 გამოფენა, 3 მასტერ -კლასი, 3 ღამის ფოტოჩვენება და 2 პრეზენტაცია.
ცნობილი პოლონელი, პალესტინელი და სამხრეთ კორეელი ფოტოგრაფები ტომაშ ლაზარი, ალან შიბლი და კენგ ჯუკი იქნებიან ფესტივალის მთავარი სტუმრები. ისინი გამოფენების პარალელურად მოაწყობენ მასტერ -კლასებს დაინტერესებული პირებისთვის.
მასტერკლასის თემები მოიცავს: ქუჩის ფოტოგრაფიას, გადაღების ტექნიკური მხარეს, საჯარო სივრცეების ათვისებას.
ფესტივალის ფარგლებში ასევე ფართოთ არის წარმოდგენილი ირანული ფოტოგრაფია, ღამის ჩვენების და ლექციის სახით რომელსაც ცნობილი ირანელი ფოტოგრაფი ალი აკბარ შირჯიანმა გამართა.
გარდა უცხოური სექციისა, ფესტივალის ფარგლებში გამოიფინება მე-19 მე-20 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის საოჯახო არქივი „მოგონებები შუშაში“ .
ფესტივალი 10 სექტემბერს თიბისი ბანკის გალერეაში მთავარი გამოფენით „ტერიტორია//სივრცე“ გაიხსნა. კონკურსის მეშვეობით 30 უცხოელი და ქართველი ავტორი შეირჩა 200-ზე მეტი განცხადიდან.სხვა ფოტოების სანახავად, გადადით ბმულებზე:
https://www.facebook.com/pg/thephotodays/photos/?tab=album&album_id=1110619072366227
https://www.facebook.com/pg/thephotodays/photos/?tab=album&album_id=1110558895705578
https://www.facebook.com/pg/thephotodays/photos/?tab=album&album_id=1110584035703064
https://www.facebook.com/pg/thephotodays/photos/?tab=album&album_id=1108769325884535
https://www.facebook.com/pg/thephotodays/photos/?tab=album&album_id=1109823445779123

 

PhotoDays 2018
PhotoDays 2017

 

 

PhotoDays 2015
PhotoDays 2015