PhotoDays 2019

ფოტოდღეები 2019 / PHOTODAYS 2019

ფოტოდღეების ისტორია იწყება 2015 წლიდან, Odesa / Batumi Photo Days- ის ფარგლებში და იგი დაარსდა როგორც ორი ადგილის ოდესა (უკრაინა) და ბათუმის (საქართველო) გამაერთიანებელი ღონისძიების სახით. ორგანიზატორთა საერთო გუნდმა შეიმუშავა თემები და კონცეფცია, ასევე, მოიწვიეს მომხსენებლები და უმასპინძლეს გამოფენებს, რომლებიც გაზაფხულზე ოდესაში, ხოლო შემოდგომაზე- ბათუმში გაიმართა.
ფესტივალი არის არაკომერციული პლატფორმა ფოტოგრაფებისათვის და ამ მედიით დაინტერესებული სხვა ადამიანთათვის. სამი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდის, მოხალისეებისა და ფოტოგრაფების ძალისხმევით, ოდესა / ბათუმი ფოტო-დღეების ფესტივალი ცნობილი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხშეში, ფოტო-ღონისძიებების საერთაშორისო რუკაზე გამოჩნდა და საფუძველი ჩაუყარა უამრავი პროექტის შექმნას, როგორც უკრაინასა და საქარველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ამ პერიოდის განმავლობაში ორივე მხარე გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა მათი ქვეყნების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად, რომლებიც რეალურად ასახავენ სხვადასხვა ადგილას განსხვავებული პერსპექტივების არსებობას. აქედან გამომდინარე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ეს იდეა ორ ნაწილად გაეყოთ, რათა დაემკვიდრებინათ უფრო მრავალფეროვანი ფესტივალი რომელშიც ადგილობრივი საჭიროებები მკვეთრადაა ხაზგასმული.

წელს „ბათუმი ფოტოდღეები 2019“ უკვე მეორედ  ჩატარდება როგორც ცალკე ფესტივალი ქალაქ ბათუმში 30 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით. სახელწოდება იქნება Mirror Land (თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა 25 სექტემბრამდე გაგრძელდება) . ფესტივალი მიზნად ისახავს არტისტული პლატფორმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მოკლე დროში გამოცდილების მიღებას, გაცვლასა და ახალი ემოციებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, და ასევე მცირე, მაგრამ პროფესიული მასშტაბზე ყურადღების გამახვილებას. ამავდროულად იგი ქმნის უნიკალურ ალტერნატიულ პლატფორმას არტისტული პრაქტიკისა და მომავალი განვითარებისთვის.       

მალე დავბრუნდებით უფრო მეტი ინფორმაციით. თვალი ადევნეთ ჩვენს ვებ გვერდს.