ფოტოდღეები / PHOTODAYS
ფესტივალი არის არაკომერციული პლატფორმა ფოტოგრაფებისათვის და ამ მედიით დაინტერესებული სხვა ადამიანთათვის. სამი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდის, მოხალისეებისა და ფოტოგრაფების ძალისხმევით, ოდესა / ბათუმი ფოტო-დღეების ფესტივალი ცნობილი გახდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხშეში, ფოტო-ღონისძიებების საერთაშორისო რუკაზე გამოჩნდა და საფუძველი ჩაუყარა უამრავი პროექტის შექმნას, როგორც უკრაინასა და საქარველოში, ასევე საზღვარგარეთ.
ამ პერიოდის განმავლობაში ორივე მხარე გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა მათი ქვეყნების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად, რომლებიც რეალურად ასახავენ სხვადასხვა ადგილას განსხვავებული პერსპექტივების არსებობას. აქედან გამომდინარე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ეს იდეა ორ ნაწილად გაეყოთ, რათა დაემკვიდრებინათ უფრო მრავალფეროვანი ფესტივალი რომელშიც ადგილობრივი საჭიროებები მკვეთრადაა ხაზგასმული.
ფოტოდღეები 2018 / PHOTODAYS 2018 – se@ experience
se@ experience-ში მონაწილეობის მიღების მოთხოვნები
Photo Lab-ში მონაწილეობის მიღების მოთხოვნები
se@ experience – შეიძლება ითარგმნოს როგორც „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“- კონცეფცია დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა- როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოსი ან პირადი ჰორიზონტის. გამოცდილება ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ამავდროულად იგი ყოველთვის საზოგადოებასთანაა გაზიარებული, და როდესაც ის პასუხობს საერთო მოთხოვნას, მას მოსდევს მოსალოდნელი ზემოქმედება და შედეგი.
ფოტო დღეების მიზანია ერთგვარი ექსპერიმენტის განხორციელება, გამოხატვის ახალი ფორმების პოვნა და თქვენი პირადი პროფესიული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. ბათუმის შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ბულვარში, სკამებზე განათავდება მთავარი გამოფენის ფარგლებში შერჩეული განცხადება/წინადადება და ერთი ფოტოსურათი. მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ 40 მონაწილე შეირჩევა, თითოეული არტისტისგან შემდგომ შეირჩევა 1 წინადადება და ფოტოსურათი. თითოეული სურათი და წიანდადება უნდა გაიგზავნოს ბათუმის ფოტო-დღეების ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ეს ფორმატი, კონცეპტუალური ფოტოგრაფიული გამოსახულების ინსტალაციაა, რომლის მიზანია ახალი პლატფორმის შექმნა სერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებისათვის. გამოფენა ეძღვნება ინდივიდებს, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს ან შეცვალეს ისტორია, და მათ, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ ცვლილებების მოხდენას. ისტორია გვასწავლის რომ, ერთ სიტყვასა და პატარა გამოსახულებას აქვს ძალა გამოიწვიოს უდიდესი ცვლილება.
ძირითადი გამოფენის პარალელურად, ფოტოდღეების ფარგლებში, გაიმართება კიდევ სამი გამოფენა, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და ხოლო აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოეწყობა სხვადასხვა ქართული და უცხიური გამოფენები.
ასევე, დაგეგმიალია ქართული,პოლონური და სხვა ფოტოგრაფიის საუკეთესო საერთშორისო მაგალითების ღამის ჩვენებები, რომლებიც 3 ღამის განმავლობაში გაიმართება.
ფოტოდღეების ფესტივალის მეორე დღეს, მხოლოდ შერჩეული მონაწილეებისთვის გაიმართება Photo Project Lab. პროფესიონალ მენტორთა დახმარებით 30-მდე პროფესიონალს შესაძლებლობა ექნება განავითარონ პროექტის იდეები, რის შედეგადაც, მოწვეული ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებული 2019 წელს, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მიიღებს.
ძირითად პროგრამასთან ერთად, გახსნისა და დახურვის ცერემონიალები მონაწილეებსა და სტუმრებს ქართული ელექტრონული მუსიკით მდიდარ, განსაკუთრებელ და დასამახსოვრებელ ღამეებს ჰპირდება.
სხვა ფოტოების სანახავად გადადით ბმულებზე:
https://www.facebook.com/pg/thephotodays/photos/?tab=album&album_id=1908015229293270
https://www.facebook.com/pg/thephotodays/photos/?tab=album&album_id=1909399319154861
https://www.facebook.com/pg/thephotodays/photos/?tab=album&album_id=1910786392349487
კონცეფცია
შედეგები