გუნდი

გუნდი

თანამედროვე ხელოვნების გუნდი აერთიანებს სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს. მიუხედავად იერარქიული წყობის ჩვენი მთავრი სიძლიერე გუნდური მუშაობაა, პროექტების განვითარება და გადაწყვეტილებების მიღება ერთობლივად ხორციელდება.

კახა ემირიძე – მენეჯერი

დაბადებული 1969 ბათუმი. 1992 წელს დაამთავრა საინჟინრო-ეკონომიური
ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს მრავალი პროფილური
მენეჯმენტის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სს ლიბერთი ბანკი, აჭარის
რეგიონალურ ფილიალში.  მთავარი საქმიანობა ფოტოგრაფია, აქვს მიღებული
მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში მათ შორის „ქოლგა
თბილისი ფოტო-ფესტივალი“, 2011 ში და 2012 ში , სადაც მეორე ადგილის მფლობელი
გახდა, ასევე გამოფენა „სხვა ლანდშაფტი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების
ფესტივალი და მრავალი სხვა “ ხელმძღვანელობს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების
სივრცეს 2019 წლიდან.

ანა რიაბოშენკო – კურატორი

დაბადებული 1977, კულტურის მენეჯერი და კურატორი , დაამთავრა თბილისის 
სახელმწიფო სამხატრვო აკადემია გრაფიკის ფაკულტეტი. აქვს გამოცდილება
არასამთავრობი და საჯარო სექტორში მუშაობის, მათ შორის ფონდი ღია საზოგადოება
საქართველო, კულტურის და ხელოვნების პროგრამის კოორდინატორი, საქ.
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო- პოპულარიზაციის და რეგიონალური
პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელად შემოქმედებითი საქართველოს
დირექტორი 2019 წლის ჩათვლით. არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი
სახელოვნებო პროგრამის ინიციატორი და ხელმძღვანელი, სამი გზის საქართველოს
ეროვნული პავილიონის კომისარი ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე, ფრანკფურტის
წიგნის ბაზრობის , სტუმარი ქვეყნის სტატუსის ფარგლებში  საგამოფენო პროგრამის
ხელმძღვანელი და სხვა . ასზე მეტი გამოფენის კოორდინატორი და კურატორი. 
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ამიკო ქავთარაძე – საგანმანათლებო პროგრამის ხელმძრვანელი

დაიბადა 1981 წელს ბათუმში. დაამთავრა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი
ტელე-მხატვრული კინოს განხრით. რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი დოკემენტური
ფილმისა და ტელე-გადაცემის ავტორი და რეჟისორი. როგორც ფოტოგრაფს
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ
გამოფენაში.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო
პროგრამს 2014 წლიდან, სივრცის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ნინო დუმბაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

დაბადებული 1993 წელს ბათუმში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპეციალობა
საბუღალტრო და საგადასახადო საქმე, ბაკალავრის ხარისხი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა სემინარების და სასწავლო პროგრამების
მონაწილე. 
ამ მიმართულებით, 2014 წლიდან მუშაობს როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ
დონეზე.
თანამედროვე ხელოვნების სივრცის გუნდის წევრი დაარსებიდან.

იოსებ ჯორბენაძე – ექსპოზიციის დიზაინერი

დაიბადა 1999 წლის ქ.ბათუმში, არქიტექტურის ფაკულტეტის მეორე კურსის
სტუდენტი.
ძირითად საქმიანობას წარმოადგენს – ქუჩის მხატვრობა. რამოდენილე წელი
მონაწილეობს და ორგანიზებას უწევს ‘street art’ ფესტივალებს საერთაშორისო და
ადგილობრივ დონეზე. 
2017 წლიდან თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა მულტიკულტურულ
სივრცესთან, მონაწილეობს საერთო გამოფენებში.  2019 წლიდან აკადემიური წვლილი
შეაქვს ახალგაზრდების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაში უმაღლესს და სასკოლო
სასწავლო დაწესებულებებში.
მიზნად ისახავს ქუჩის მხატვრობის განვითარებას.
2020 წლიდან მუშაობს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში