პროექტები

 


ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის  სტუდია

სტუდია შეიქმნა “გოეთეს ინსტიტუტი-საქართველოს” მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გართულებული ვითარების და საერთაშორისო პანდემიის ფონზე შეუქმნას სხვადასხვა მედიაში მომუშავე ხელოვანებს ახალი შესაძლებლობები შემოქმედებისთვის და პროფესიული გავნითარებისათვის

Მათ ვისაც აქვთ მიმდინარე პროექტი და მისი დასრულება ან განვითარება სურთ  და ამისათვის ესაჭიროებათ ფოტო, ვიდეო ან ხმის აპარატურა და სტუდიური მუშაობა შეუძლიათ მიმართონ სივრცეს სტუდიის უფასო გამოყენებისთვის .

Ხელმისაწვდომობის გაზრდის და თანასწორობის მიზნით სტუდიის გამოყოფა ხორციელდება კონკურსის წესით,

დეტალური პირობების სანახავად იხილეთ სტუდიის გამოყენების წესები.

 


სტუდიის ფარგლებში განხორციებული პორექტები:

23.12.20

B 17 არის თანამედროვე მუსიკალური პერფორმანსი ბათუმელი არტისტების ირაკლი სანადირაძე Kvazi და ბექა ჯანუაშვილი Bekbekson მიერ შექმნილი. ოპერატორი ამიკო ქავთარაძე.

პერფორმანსის ლაივის სანახავად გადადით ბმულზე B17

 

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.