ექსპოზიცია აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ ხედვასა და შემოქმედებით ინტერპრეტაციას, სადაც შემოდგომის ფერთა პალიტრა, ემოციები და ინდივიდუალური ხელწერა ერთიან სივრცეში იყრის თავს.
გამოფენაში მონაწილეობენ მაია გერსამია, მაია ჯუღელი, ირინა ტორონჯაძე, დიანა თალაკვაძე, თამთა დარჩია, ეკა ცინცაძე, ქეთევან ფილიპოვა, ქეთევან ვარშანიძე, ნინო ნიჟარაძე და ლია კასპელაშვილი, რომლებმაც დამთვალიერებლებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და დაინტერესებული საზოგადოება.
გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით გაიმართა.
ექსპოზიციის ნახვა დაინტერესებულ სტუმრებს თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეუძლიათ