08 ოქტომბერი 2026

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა

გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს.

გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია.

თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

სიახლე

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში იოსებ ჯორბენაძის პერსონალური გამოფენა ,,TNT’’ გაიმართა


გამოფენა მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს აერთიანებს. „TNT“-ის მთავარი იდეა აფეთქებაა ძალის, ენერგიის, ემოციის, სიყვარულისა და შემოქმედებითი იმპულსის სიმბოლო, რომელიც დაგროვილ გამოცდილებას ახალ ფორმად გარდაქმნის. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია როგორც სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, ასევე ახალი ნამუშევრები და ცოცხალი პერფორმანსი. ღონისძიების მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების ფართო მასშტაბებისთვის გაცნობა. გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

CAS TALKS-ის შეხვედრა „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების გამოფენა გაიმართა, რომელმაც ახალი თაობის ავტორების ნამუშევრები და მათი შემოქმედებითი გზის დასაწყისი გააერთიანა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა CAS TALKS-ის შეხვედრაც — „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრაზე ისაუბრეს პროფესიული განვითარების პირველ ნაბიჯებზე, შემოქმედებით გამოწვევებზე, საკუთარი მხატვრული ენის ძიებასა და თანამედროვე ხელოვნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებზე. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების პოპულარიზაცია და თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალი თაობის წარმოჩენის ხელშეწყობა.