ორი ამბავი საქართველოდან
ნინო ალავიძე, ქრისტოფ შუმახერი
„ორი ამბავი“ ეს არის ორი განხვავლებული და სხვადასხვანაირად მოყოლილი ამბები საქართველოდან.
ქართველი და გერმანელი ფოტოგრაფი ორივე ამბავს პირადი ისტორიების მეშვეობით მოგვითხრობს.
ქრისტოფ შუმახერი ახალგაზრდა მუსიკოსების ამბავს მოგვითხორბს. ფოტოგრაფმი მათი ამბის მოყოლას იწყებს როცა მუსიკოსები ჯერ კიდე პატარა ბავშვები არიან, ეხლა კი ისინი სდასრული პიროვნებებად იქცნენ. თითოეული ფოტო მათ ტრანსფორმაციასა და რეფლექციაზე საუბრობს, სამყაროსა და მათ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.
ნინი ალავიძის ისტორია ნახევრად მიტოვებულ სოფელ მიტარბზე არის მოთხრობილი. ისტორია ცარიელი შენობებისა, ორიოდე ოჯახისა და მათ მოულებნელ სტუმრებს ასახავს. სეზონურად ცვალებადი პეიზაჯები და საფლავის ქვები ცხოვრებია ამაოებაზე მეტყველებს.
არც ერთი ფოტოგრაფი არ ცდილობს რაიმე განაცხადის გაკეთებას, ის მხოლოს მაყულერბელს აძლევს საშუალებას მიუახლოვდეს და შეიგრძნოს გმირების განწყობა და შინაგანი მდგომარეობა, დაინახოს მათი ყოველდღიურ ცხოვრება. ეს სწორედ ის მიდგომაა რომელიც ყველასათვის ნაცნობი და გასაგებია, რომელიც თანაგრძონის, თანაგაზიერების საშუალებას აძლევს მაყირებელს.
ანა რიაბოშენკო
(კურატორი, ხელოვანი)
დიდი მიტარბი
ნინო ალავიძე
სოფელი დიდი მიტარბი ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფელია. ის მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანთან ახლოს, 3 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1480 მეტრზე. წლების წინ დიდი მიტარბიც იყო ცნობილი სათხილამურო სპორტული ტრასით და ბაგირგზით, რომელიც ბაკურიანის ერთ-ერთ სათხილამუროდ მნიშვნელოვან მთას, კოხტაგორას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ ბოლო 30 წელი ეს საბაგირო უფუნქციო და მივიწყებული იყო.
90-იან წლებამდე დიდ მიტარბიში 200-ზე მეტი კომლი ცხოვრობდა. ხშირი იყო ქართველებსა და ოსებს შორის ქორწინება, ამიტომ ბევრი ეთნიკურად შერეული ოჯახიც იყო.
მიტარბის ძლიერი სოფლის მეურნეობა ჰქონდა, რომელიც ბორჯომის ხეობის დიდ ნაწილს რძის პროდუქტით ამარაგებდა.ფუნქციონირებდა სკოლა, მოძრაობდა ტრანსპორტი.
1989 წელს რეგიონში არსებული ქართულ-ოსური კონფლიქტის გამო ურთიერთობა მიტარბელ ოსებთანაც დაიძაბა. სოფელში შეიარაღებული უცნობი დაჯგუფება შეიჭრა და იქაურ მოსახლეობას თავიანთი სახლ-კარის და ქვეყნის დატოვება აიძულა. სამ დღეში თითქმის მთელი სოფელი დაიცალა. ამის პარალელურად ოსეთიდანაც აძევებდნენ ქართველებს. ძალაუნებურად ბევრი ქართულ-ოსური ოჯახი დაიშალა. მშობლები შვილებს დაშორდნენ, ცოლ-ქმრები ერთმანეთს. ამ ორმხრივ აგრესიას ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
რამდენიმე წლის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დახმარებით და თანხლებით მიტარბის ერთი მაცხოვრებელი თავის სახლს დაუბრუნდა. ნელ-ნელა მას რამდენიმე ოჯახი დაემატა. ახლა იქ დაახლოებით ოცი კომლი ცხოვრობს, აქედან ზოგიერთი ქართველი დევნილების ან სხვა სოფლიდან დროებით გადმოსახლებული ოჯახებია. აღარ ფუნქციონირებს
სკოლა, რის გამოც მიტარბელ ბავშვებს ბაკურიანის სკოლაში უწევთ სიარული.
სოფელში რამოდენიმე ადამიანია დარჩენილი, ვინც 90 წლების მოვლებენს შეესწრო და ყველაფერი კარგად ახსოვთ. ვინც მიუხედავად ყველაფრისა დაუბრუნდა თავის სახლ-კარს.
სოფელ დიდ მიტარბიში პირველად 2015 წლის 2 იანვარს მოვხვდი შემთხვევით, როდესაც ბაკურიანიდან ტყეში მიმავალმა სამანქანო გზამ ზღაპრულად ლამაზ სოფლამდე მიმიყვანა.
ეს იყო დიდი მიტარბი. სოფლის ყველაზე მაღალ ადგილას აღმოვჩნდი, საიდანაც მთელი დასახლება ჩანდა, რომელიც ისეთი მიმზიდველი იყო რომ მისი დათვალიერება გადავწყვიტე და
დაღმართს ჩავუყევი. უცნაური სანახაობა დამხვდა, თითქოს იქაურობას ჭირი შეესია და ყველა ერთ დღეს გაიქცა.სოფელი სავსე იყო ნახევრად დანგრეული და მიტოვებული სახლებით, ჩამსხვრეული მინებით და ფიცრებით აჭედილი კარ-ფანჯრებით, აივანზე მიყრილი დამტვრეული ჭურჭლით და ავეჯით. გამაყრუებელი სიჩუმე იდგა. ეს ყველაფერი ულამაზესი ლანდშაფტის ფონზე. სოფლის ისტორიით დავინტერესდი და შემდეგ ბევრჯერ ჩავედი უკეთ რომ გამეცნო იქაურობა და ადგილობრივი მოსახლეობა, გავიცანი იქ დარჩენილი რამდენიმე მოსახლე და მათ მიამბეს ზემოთ აღნიშნული ამბები.
2015 წელს სახელმწიფომ კერძო კომპანიასთან GRDC ჯგუფთან ერთად დაიწყო დიდი მიტარბის სათხილამურო ტრასის რეაბილიტაცია, დემონტაჟი გაუკეთდა ძველ ბაგირგზას და დაიწყეს ახლის დამონტაჟდება. 2016 წლის 25 დეკემბერს მიტარბის სათხილამურო გზა 30 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გაიხსნა. დაგეგმილია 100 000 000 ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით მოხდება. სოფელში აშენდება სასტუმროები და მაღაზიები,პარკინგები, გარემონტდება გზები. დაწყებულია კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური დაგეგმარების გეგმის შედგენა. სოფელში მიწის შეძენით უკვე ბევრი კერძო პირია დაინტერესებული. მალე სოფლის ინფრასტრუქტურა მთლიანად შეიცვლება და განსხვავებული იერსახე მიეცემა. ეყოლება ბევრი ახალი მაცხოვრებელი და სტუმარი.
ამ პროექტის საშუალებით შესაძლებელი გახდება აღიბეჭდოს და ისტორიას დარჩეს დიდი მიტარბის ავთენტური სახე. მოვისმინოთ ისტორიები ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან, რომლებიც ლოკალურ კონფლიკტს შეესწრნენ, შევიხედოთ მათ სახლებში.
NOT YET
ქრისტოფ შუმახერი
ქართველების ცხოვრებაში მუსიკას განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველო მრავალი საუკუნის მანძილზე განთქმული იყო მდიდარი მუსიკალური კულტურით – და დღესაც სავსეა არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებით. დამაინტერესა: რა არის ამის მიზეზი? როგორ ხდება ამ ტალანტების აღზრდა, რა განათლებას იღებენ ამ სფეროში? როგორია ამ ახალგაზრდების ცხოვრება, მათი ყოველდღიურობა – და როგორ სწავლობენ მუსიკას? რა სურთ, რაზე ოცნებობენ?
ეს პროექტი ჩემი მოგზაურობაა ამ კითხვებზე პასუხების მოსაპოვებლად – ამ კულტურული განძის ფესვების მოსაძიებლად. მინდა მოგითხროთ დღევანდელი მოზარდი თაობის რამდენიმე მუსიკოსის შესახებ. ამის გამო დიდი ხანი დავყვებოდი მათ კამერით, მათი ცხოვრების სტუმარი ვიყავი – მათ მიერ გულღიად მიღებული. დამატარებდნენ მეგობრებთან, მუსიკის
გაკვეთილებზე, მოძღვრებთანაც კი ეკლესიაში. ამავე დროს მინდა წარმოდგენა შეგიქმნათ იმ ჯადოსნურ ქვეყანაზე, რომელიც სადღაც, უკვე–არას და ჯერ–არას გასაყარზე დგას. ამ სამყაროში მოძრაობენ ნორჩი პროტაგონისტები, მომავლის უკეთეს სამყაროზე ოცნებობენ, წარსულის მდიდარი და ნაყოფიერი კულტურიდან რომ უნდა აღმოცენდეს.
ამ პროექტის მთავარი იდეა იყო, ერთი მხრივ ხანგრძლივი დროის მონაკვეთში გაკეთებული ფოტოების მეშვეობით წარმომეჩინა, თუ როგორ ვითარდებიან პროტაგონისტები პიროვნულად და მუსიკალურად; მეორე მხრივ კი ამ ფოტოებით ახალგაზრდა ხელოვანთა ყოველდღიური ცხოვრება ამესახა, მათი უშუალო გარემო, საზოგადოება. ზოგიერთ სურათში მეორეხარისხოვანზეა გამახვილებული ყურადღება, – მთავარი კი ჩრდილშია მოქცეული. არსებობს ფენომენი, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება რეპორტაჟულ ფოტოგრაფიაში: სიდუხჭირისა და სასოწარკვეთის ესთეტიკა, დასავლეთში ხშირია ფოტოგრაფების მიერ მაქსიმალური სიღარიბის, უბედურების, შიშის გადმოცემის მცდელობის – შესატყვისი ესთეტიკის ძიების ტენდენციები.