25 აპრილი 2021

დოკუმენტები საოჯახო არქივიდან

გამოფენა აერთიანებს ოთხი მხატვრის : გურამ წიბახაშვილი, კონსტანტინე ქიტიაშვილი,ნატალია ვაწაძისა და ეკატერინე ქეცბაიას მოძიებულ, რეალურ, ცოცხალ ისტორიებს პირადი, საოჯახო არქივებიდან. მეხსიერებას ,რომელიც ემოციური მონაყოლის, ფოტოების, ფურცლებზე დაწერილი ყოველდღიურობის ამსახველი ხატების სახით წარსულის ამბებს ინახავს და ისტორიულ მოვლენებთან იკვეთება.

 

ისტორია პირველი 

ჯგუფი &ქუოტ;ბულიონი&ქუოტ;, ეკატერინე ქეცბაია, ნატალია ვაწაძე
დღიური, დოკუმენტი პირადი არქივიდან, ფოტო, ობიექტი.
2019 წელი 

XIX საუკუნიდან ევროპაში  ქალთა უფლებებისთვის დაწყებული ზრუნვა საქართველოშიც პოულობს გამოძახილს . XIX-XX საუკუნეებში საქართველოში სხვადასხვა პროფილის ქალთა ორგანიზაციები და საზოგადოებებია დაარსებული, რომლებიც თვითორგანიზებით ახორციელებდნენ, სამუშაო პროფილიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის კულტურულ თუ საგანმანათლებლო საქმიანობას. 
ერთ-ერთი ინიციატივა გორის ელენე თარხან-მოურავის სახელობის სკოლაა, სადაც ხუთი წლის განმავლობაში მოსწავლე ქალებს  ჭრა-კერვას, ქსოვას და ქარგვას ასწავლიდნენ. 
2019 წელს  ზემოთ მოხსენიებული სკოლის  კურსდამთავრებულის - ნინა ალექსანდრეს ასული ძამიაშვილის 1913 წლით დათარიღებული ატესტატი, ფოტო და პირადი დღიური ჩაგვივარდა ხელში. დღიურში სწავლის პერიოდში გაკეთებული ჩანაწერები, ლექსები, სიმღერები, თარგებია ჩაწერილი და  ჩახაზული.  
ერთ-ერთი ნახაზის მიხედვით შექმნილი პერანგი გამოფენაზე სწორედ თვითორგანიზებისა და თვითგანვითარების იმ მაგალითს  ასახავს, რომელიც ქალების როლისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში  გააქტიურების ისტორიას უკავშირდება.

 

ისტორია მეორე

ნატალია ვაწაძე, საქართველო
ვიდეო ინსტალაცია &ქუოტ;ანა ბაჯი&ქუოტ;, 2010 წელი 
ხანგრძლივობა 12 წუთი 


"ქუოტ;ანამ სთქვა:მ ეტი სახელი
ბაჯი მაზედა მქვიანო,
მტერს რომ მეხივით ვუხვდები 
მისთვის დას მეძახიანო.&ქუოტ;

სახელგანთქმული ქართველი ქალი - ანა-ბაჯი XVIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფალავანი გახლდათ. იგი განსაკუთრებული ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. ჯირითობდა, მეფე ერეკლე II-ის ნაჩუქარ ხმალს ატარებდა, სახელოვან მოჭიდავეებს ამარცხებდა. ანას თბილისი აშუღები -საიათნოვა და იეთიმ გურჯიც ეტრფოდნენ. ნატო ბებია წარმოშობით ანა-ბაჯის სოფლიდან, მუხათიდან იყო, უყვარდა და ბაძავდა მას. ფილმში ის ანა- ბაჯის ამბავს ლექსად მიყვება.

ისტორია მეორე

ნატალია ვაწაძე, საქართველო
ვიდეო ინსტალაცია &ქუოტ;ანა ბაჯი&ქუოტ;, 2010 წელი 
ხანგრძლივობა 12 წუთი 

 

ისტორია მესამე
 
კოკა ქიტიაშვილი
მასალა: ქაღალდი, ტუში 
14X14 სმ 

ქართლის დედის იდეა   მხატვარ ირაკლი თოიძის მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ პლაკატს &ქუოტ;დედა, სამშობლო გვიხმობს&ქუოტ; უკავშირდება.  სწორედ ამ პლაკატმა, ომის შემდეგ მისცა ბიძგი იდეას მთელი საბჭოთა კავშირის მაშტაბით აღემართად დედების ქანდაკებები. (საქართველო-1958 წელი, სომხეთი -1967, რუსეთი-1967, უკრაინა, კიევი 1981, აზერბაიჯანში შეიქმნა მაკეტი, თუმცა დადგმით არ დაუდგამთ). 

ელუჯა ამაშუკელმა სოლოლაკის გორაზე აღმართულ   ქანდაკებას &ქუოტ;დედაქალაქი" უწოდა, თუმცა, ხალხმა ის მალევე ქართლის დედად მონათლა.  ქანდაკება მალე თბილისის და ქართველი ქალის მთავარ სიბოლოდ იქცა. სიმბოლოდ იმისა თუ როგორი უნდა ან არ უნდა იყოს ქართველი ქალი. 
კოკა ქიტიაშვილის გრაფიკული სერია ქუარტილეს დედის და ქართველი ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს იკვლევს.

 

ისტორია მეოთხე
 
გურამ წიბახაშვილი 
ფოტო, ობიექტი 


დედა ლიდა მოსეს ასული წიბახაშვილი (დაბადებით იაკობიშვილი) დაიბადა 1921, კახეთში, სოფელ წითელწყაროში, ახლანდელ დედოფლისწყარო. დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის ილ. ჭავჭავაძის სახელობის N11 ბიბლიოთეკაში მ. ვორონცოვის ქუჩაზე, ახლანდელი დ. აღმაშენებელზე.

გათხოვილი იყო ორჯერ. პირველად თურმან მოსეს ძე შანშიაშვილზე1.დაქორწინებიდან ერთ თვეში 1941 წელს თურმანი ანტისაბჭოური, პარტიზანული საქმიანობისთვის დააპატიმრეს და დახვრიტეს.  

_______________________________________________________________________
 
 საბრალდებო დასკვნაში წერია:  &ქუოტ;თურმან შანშიაშვილი რადიოსთან კავშირის გამო გადაიბირეს. სწორედ ის აწვდიდა ანტისაბჭოთა ორგანიზაციის წევრებს ინფორმაციას ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ. დავალებული ჰქონდა ჯარების განლაგების რუკის შედგენა. მასვე უნდა გადაებირებინა შტაბის წევრები. დაკავშირებოდა თბილისში არსებულ სხვა ანტისაბჭოთა ორგანიზაციებს. 

გამოძიებით დადგინდა: ანტისაბჭოთა ფაშისტური ორგანიზაცია, ფაშისტური გერმანიის დახმარებით საბჭოთა ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად და ანტისაბჭოთა აგიტაციას ეწეოდა.&ქუოტ;  2

______________________________________________________________________

მეორე ქმარი, მამა, გიორგი წიბახაშვილი3 დაიბადა 1920 წელს სოფელ ნორიოში( ქვემო ქართლი) დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1941 წელს წაიყვანეს მეორე სამამულო ომში. 1953 წელს მსახურობდა ვენაში (ავსტრია). 

1953 წელს იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, დაწყებული  პოლიტიკის ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესი, სტალინის კულტის დაგმობით დაიწყო და ქართველი ხალხის ეროვნული ნიშნით შევიწროვებაში და შეურაცხყოფაში გადაიზარდა.1953 წელს  სწორედ აღნიშნულ თემაზე მამას მოუვიდა კონფლიქტი  მაღალი სამხედრო წოდების პირთან რაც გახდა მისი საქართველოში დაბრუნების მიზეზი. 

დედა საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაიცნო ბიბლიოთეკაში. მალევე დაქორწინდნენ. 

________________________________________________________________________

სტალინის კრიტიკა განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმებოდა საქართველოში. 
1956 წლის 14 თებერვალს გაიხსნა საბჭოთა კავშირის მე-20 კომუნისტური პარტიის სხდომა.25 თებერვალს ნიკიტა ხრუშოვი წაიკითხა თავისი ცნობილი და სენსაციური მოხსენება . ამავე   წელს თბილისში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები.  9 მარტს მიტინგი სამხედრო ტექნიკით დაარბიეს და დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. დახოცილთა ოჯახების წევრებს კი მათი დატირების უფლებაც კი არ მისცეს.  

_____________________________________________________________________
დიდი პაპა დედის მხრიდან მოსე ზაქარიას ძე იაკობიშვილი დაიბადა კახეთში, სოფელ ზემო მაჩხაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) გლეხის ოჯახში. დიდი ტერორის 1937-1938წლებში, მოხდა მისი პირადი ქონების კონფისკაცია და გადაასახლეს. 1945 წელს გამოიპარა გადასახლებიდან. მუშაობდა დარაჯად და 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
________________________________________________________________________

დედა არასოდეს საუბრობდა წარსულზე,ოჯახში  არავინ არაფერს ყვებოდა. დედის პირველი ქორწინების შესახებ შემთხვევით გავიგე და არასოდეს  მიკითხავს მისთვის. ვიცოდი, რომ არ უნდოდა მცოდნოდა არც მასზე და არც წარსულზე მაშინაც კი როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა.    

&ქუოტ; ხელნაწერები არ იწვის&ქუოტ; არც ადამიანები და შიში ქრება  უკვალოდ.  

&ქუოტ;თურმან შანშიაშვილის წიგნებიდან’,გერმანულად აწერია ჩემი ოჯახის ბიბლიოთეკაში შემორჩენილ რამდენიმე წიგნს. 

1. თურმან მოსეს ძე შანშიაშვილი, დაბადებული 1914 წელს სიღნაღის რაიონის ქვემო მაჩხაანში, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ასპირანტი. დაპატიმრების დროს იყო კავკასიის ფრონტის დაზვერვის შტაბის თარჯიმანი; წოდებით ლეიტენანტი. გერმანისტი.  იბეჭდებოდა საბავშვო ჟურნალ-ოქტომბრელში.

2. ნინო ყიფშიძე,&ქუოტ;ვარ უმტკიცესი რვალისა&ქუოტ;-1941 წლის შეთქმულება, საარქივო მოამბე N19 გვ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ჟურნალი 2018

ნინო ყიფშიძე,"I am stronger than copper "-The 1945 Conspiracy, The archival Bulletin N19, The Journal of the Archive of Ministry of Internal Affairs of Georgia 2018

3. გიორგი წიბახაშვილი იყო ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ ლიტერატურათა, ლიტერატურულ ურთიერთობათა და თარგმანის კათედრის პროფესორი. გარდაიცვალა 2013 წელს.

სიახლე