08 თებერვალი 2020

გემის ჩაძირვა

გასულ წლებში ათასობით ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი სახლი და იძულებული გახდა გაქცეულიყო. ჩვენ ვნახეთ ბომბები, რომლებიც ანგრევს სახლებს და ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოების ძებნაში ზღვების გადაკვეთას ცდილობენ. ყველა მათგანი სამწუხაროდ ვერ აღწევს ნაპირს. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ხალხი იძულებულია მიატოვოს საკუთარი სახლები : ეკონომიკური სირთულეები, გარემო ცვლილებები, დევნის შიში, კონფლიქტები და ომები.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად ყოველ 2 წამში ერთი ადამიანი იძულებით დევნილი ხდება. ეს ნიშნავს , რომ სანამ ამ წინადადებას კითხულობთ , თითქმის ოთხი ადამიანი კარგავს ყველაფერს და გადადის უცნობ მომავალში.
თავდაპირველად გამოფენა სახელწოდებით "Gericault's shipwreck revisited" ("დაბრუნება ჟერიკოს გემის ჩაძირვასთან") ალფონს ჰუგისა და ასლი სამადოვას კურატორობით, 2018 წელს ბაქოს გოეთეს ცენტრში გაიმართა და მასზე წარმოდგენილი იყო ომარ ვიქტორი დიოპის, ადად ჰანას და მარსელ ოდენბახის, არჟან მარტინსისა და სიტარა იბრაჰიმოვას ნამუშევრები.
სანამ მასმედია უყენებდა ამ საკითხებს სენსაციად, მხატვრები კონტრ-დამოკიდებულებას ანვითარებდნენ, ადამიანური ფაქტორის გათვალისწინებით, რაც დაზარალებულებს ღირსების შენარჩუნებას აძლევდა. ადათ ჰანა და მარსელ ოდენბახი თავიანთ ვიდეოებში ციტირებენ თეოდორ გერიკულის ნახატს "მედუზას ხალიჩა" (1818), რომელიც მდებარეობს პარიზის ლუვრში. თავის პორტრეტების სერიაში ომარ ვიქტორ დიოპი რეკონსტრუქციას უწევს შავი თავისუფლების მოძრაობას აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

გამოფენა "გემთმშენებლობა", რომელიც თბილისში ხელოვნების ორგანიზაცია " პროპაგანდამ" წარმოადგინა, ქართულ კონტექსტს ითვალისწინებდა. საქართველოს ბევრი რამ აქვს სათქმელი მიგრაციის შესახებ. ეს არის მრავალი იძულებით გადაადგილებული ქართველი ადამიანის ამბავი, ვინც საკუთარი სახლი დაკარგა, ასევე ქვეყანა იქცა მეზობელი ქვეყნებიდან ლტოლვილებისა და მიგრანტების თავშესაფარად. ის ასევე ის ქვეყანაა, რომლის მოსალეობის თითქმის მეოთხედი ემიგრაციაში ცხოვრობს.

"გემთმშენებლობა" არის სხვადასხვა პერსპექტივით, სხვადასხვა ისტორიის მოყოლის მცდელობა: ბევრ მათგანს მატვრები გვიამბობენ, რომლებმაც თავად გაიარეს ეს მოგზაურობა. ზოგი მოთხრობა ეხმიანება ადამიანს, რომელაც იპოვა თავშესაფარი, ზოგი - სადმე სხვაგან შეეცდება და ზოგიც იმედიტირებს "ჩვენი დროის ყველაზე დიდ ადამინურ კრიზისზე" (Ai Weiwei)

პროექტი: გოეთეს ინსტიტუტი საქართველო 

კურატორი:ალფონს ჰუგი

არტისტები: თამარ ბერიანიძე, ომარ ვიქტორ დიოფი, სიტარა იბრაჰიმოვა, თამარ ნადირაძე, მარსელ ოდენბაჰი, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ადად ჰანაჰ.

სიახლე

როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა? ჯგუფური გამოფენა • Cas Talks


9 სექტემბერს, 20:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ჯგუფური გამოფენა გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდა ხელოვანები: * მარიამ ჭაღალიძე * ანა ერქომაიშვილი * მარია ცეცხლაძე * დალილა მიქელაძე * ანეტი ქარცივაძე გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება CAS TALKS შეხვედრა თემაზე „როგორ იწყება ახალგაზრდა ხელოვანის გზა“. შეხვედრის სტუმრები იქნებიან ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე და მხატვარი, გრაფიტის არტისტი იოსებ ჯორბენაძე. საუბარი შეეხება ახალგაზრდა ხელოვანის პროფესიული გზის დასაწყისს, პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საკუთარი მხატვრული ენის ძიებას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალ თაობას ეძლევა.  თანამედროვე ხელოვნების სივრცე  9 სექტემბერი  20:00  დასწრება თავისუფალია 

გიორგი მჟავანაძის პერსონალური გამოფენა „სხვა სამყარო“


თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მხატვარ გიორგი მჟავანაძის პერსონალურ გამოფენას „სხვა სამყარო“, რომელიც გაიხსნება 15 აგვისტოს, 20:00 საათზე. ექსპოზიცია აერთიანებს ავტორის ნამუშევრებს, რომლებიც დამთვალიერებელს განსხვავებულ, წარმოსახვით რეალობაში ამოგზაურებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პარალელური სამყაროების იდუმალი სილუეტები და გამორჩეული პერსონაჟები, რომლებიც ვიზიტორებს საკუთარი ინტერპრეტაციისა და აღქმის სივრცეს უტოვებს. გიორგი მჟავანაძის შემოქმედება გამოირჩევა ორიგინალური მხატვრული ხედვით, ფანტასტიკური სიუჟეტებითა და ექსპერიმენტული ფორმებით. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები თითქოს სხვა განზომილებაში არსებობენ, თუმცა მათში ადამიანური განცდები : სიყვარული, სევდა და ემოციების მრავალფეროვნება მკაფიოდ იკითხება. ექსპოზიცია დამთვალიერებლებს 15–22 აგვისტოს უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.