19 ოქტომბერი 2015

დაუჭერელის ყოფნა: პეტერბურგული პერფორმანსის 20 წელი

კურატორები: ელიზავეტა მატვეევა, ალექსანდრე ციკარიშვილი, სემიონ მოტოლიანეცი.

გამოფენა ეძღვნება პეტერბურგული პერფორმანსის განვითარებას 1996 წლიდან დღემდე და სამი ნაწილისგან შდგება, სამივე ნაწილი აღწერს სამი გაერთიანების „ნოვიე ტუპიე“ (ახალი სულელები), ჯგუფი „მილო“ ( საპონი) და ჯგუფი „სევერ 7“ (ჩრდილოეთი 7) შემოქმედებას. გამოფენის კურატორები ანალიზს უკეთებენ ბოლო ოცი წლის განმავლობაში პერფორმატიული პრაქტიკის თანმიმდევრულ გარდაქმნას და ესტაფეტის წარმოსახვით გადაცემას ერთი გაერთიანებიდან მეორეზე.


„ნოვიე ტუპიე“ აქტიურად მოღვაწეობდნენ 1996 წლიდან 2002 წლამდე, მოაწყვეს დაახლოებით 70 აქცია გალერეებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. არტისტები მიზნად არ ისახავდნენ მიმდინარე მოვლენების ფიქსაციას, თუმცა დღეს მათ მიმართ ინტერესი იზრდება, ამიტომაც არის მცდელობა არსებულ დოკუმენტაციას მიეცეს სისტემატიზირებული სახე. ჯგუფის „ნოვიე ტუპიე“ დაშლის შემდეგ, 2007 წელს წარმოიქმნა ჯგუფი „მილო“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სიმიონ მოტოლიანეცი და დიმიტრი პეტუხოვი, ჯგუფმა 2013 წლამდე იარსება. „მილო“ წარმოიშვა შემოქმედებითი გაერთიანება „პარაზიტის’ ზეგავლენით, რომელიც თავის მხრივ „ნოვიე ტუპიეს“ რამოდენიმე წევრისგან შედგებოდა. მოტოლიანეცი და პეტუხოვი ცდილობდნენ პირველ პირში აეგოთ დიალოგი მაყურებელთან, არა ობიქტების არამედ თვით პერფორმანსის საშუალებით. დიალოგს , კომუნიკაციას , ინფორმაციის გაცვლას თან ახლდა სივრცის ათვისება, მისი აპროპრიაცია. ისევე , როგორც „ნოვიე ტუპიე“ აგრძელებდნენ პეტერბურგული „იდიოტიზმის“, ნაკლულობის, ფუტურისტული გამოცდილების ტრადიციას, ასევე ჯგუფი „მილო“ ძალიან ახლოს იყო რუსული სიღარიბის, სიველურის იდეებთან და ესთეთიკასთან.


დრეს პეტერბურგში პერფორმანსზე პასუხს აგებს ჯგუფი „სევერ 7“, რომლის შემადგენლობაც არასოდესაა საბოლოო, თუმცა ჩონჩხი ყოველთვის ერთია - ალექსანდრე ციკარიშვილი, ნესტორ ენგელკე, პიოტრ დიაკოვი.


კვლევები ჯგუფის შიგნით და მის წევრებს შორის, არტისტებსა და მაყურებელს შორის, არტისტებსა და გარემოს შორის ისევ ის დიალოგია, რაც ჯგუფის წინამორბედების პერფორმანსის საფუძველი იყო. რაც გამოდის საბოლოოდ, მას შეიძლება დაერქვას (არა)ცოცხალი სკულპტურა, პერფორმანსი, აქცია, რომლის დროსაც არტისტები განიცდიან იმ სოციალური მოდელების გადახალისებას, გადახარშვას და გარდაქმნას, რაც საზოგადოებაშია მიღებული. „სევერ 7“ აგრძელებს პეტერბურგული „ველურის“, „სისულელის“ ტრადიციას, რუსული ყოფის შთაგონებით, ამისთვის ისინი იყენებენ სხვადასხვა ობიექტებს : ხე, მიწა, საჭმელი.


მნიშვნელოვანია ის რომ ბოლო 20 წლის პერფორმანსი არის გამოცდილება, რომელიც გაურბის ყოველგვარ ფიქსაციას და იძენს ახალი კულტურული ღირებულების სტატუსს.
გამოფენა არ არის მხოლოდ გამოფენის დოკუმენტაცია, ეს არის სწრაფვა გადმოგვცეს ის „სულიერი სიღარიბე“ და „დებილიზმი“ რაც აერთიანებს ამ სამ ჯგუფს, არტისტების სამ თაობას.
 

სიახლე