ომის დღიურები

უკრაინელი ხელოვანების ომის ამსახველი დოკუმენტური გამოფენა, მათი სოციალურ ქსელში პოსტებიდან დანახული რეალობა 

 

ეს ომი საშინელი სიჩუმეა, კაცობრიობის სიმარტოვე.  

თოვლიან მთაზე, აღმართში მიმავალი მარტოხელა ადამიანი, ყინულის ქარი სახეს უკაწრავს, ძნელია გადაადგილება, სველი თოვლით დამძიმებული თითოეული ნაბიჯი რთულია. თუმცა, უნდა განაგრძოს სვლა, უნდა მიაღწიოს მწვერვალს, ზევით მიმავალი ნაწამები, გაყინული გვამების ავლით. მწვერვალს იქით გზა არ არის - დაიღუპე ან დაიპყარი ეს მთა. 

 

ეს ომი უსიტყვოა, არ არსებობს ისეთი სიტყვები რომელსაც ამ ომის აღწერა შეუძლია. ეს ომი ადამიანობის წარუმატებლობაა და ჩვენი საერთო საკაცობრიო ფასეულობების მსხვრევაა. იმ ფასეულობების რომლისთვის ჩვენი წინაპრები, ჩვენი მოქალაქეები იბრძოდნენ და სისხლი დაღვარეს, იმისათვის რომ ეს აღარასდროს განმეორდეს. არ გვჯეროდა, ეს თავიდან დაგვემართებოდა.  

ჩვენ, ჩვენი წარსული მუზეუმებში განვათავსეთ, მსხვერპლს ძეგლები ავუგეთ. სიმღერები დავწერეთ,  ფილმები გადავიღეთ, ომის დანაშაულებზე ნამუშევრები შევქმენით და პატივი მივაგეთ გმირებს. გვეგონა ჩვენი შვილები ომს არასდროს იხილავენ.  

სხვა ომები უგულებელყავით, გვეგონა არ გვეხება, არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამავდროულად სადღაც ჩვენს მეზობლად, ვიღაც თავის შვილებს განსხვავებულ ფასეულობებზე ზრდიდა, ვიღაცას ახლოში სხვა რამის სწამდა. ჩვენ კი გვეგონა რომ ეს სწორია, რომ ყველას აქვს განსხვავებული აზრის უფლება. თავი ჭკვიანი წარმოგვედგინა, გვჯეროდა დიალოგისთვის სიტყვებს ყოველთვის მოვძებნიდით.  საკუთარი ტკბობით დაბრმავებულებს ისტორიას გაკვეთილები არასდროს გვისწავლია. 

 

2022 წლის 24 თებერვალს, მთელი მსოფლიო რუსეთის, უკრაინაში შეჭრის მოწმე გახდა.  ყოველდღიურობის „ნორმალურობა“ გაქრა უკრაინელების ცხოვრებიდან. მოსაწყენი ყოველდღიურობები - საყიდლები, ოჯახური კინკლაობები, სეირნობები, პროექტები, ზუმები და სხვა ახალი რუტინითაა შეცვლილი. საინფორმაციო არხების სკროლვა, საომარი მოქმედებების თვალყური, ახლობლების უსაფრთხოების მოკითხვა, მოხალისეობა და ბრძოლა ახალ რეალობად იქცა. თავშესაფრები, მეტროს სადგურები, სარდაფები სოციალიზაციის ახალი სივრცეებია. ყოველ ახალ დღეს, ახალი საშინელებები მოაქვს, მეტი ტკივილი, მეტი ბრაზი და სიმწარე, არაადამიანური სისასტიკის მომსწრეებისთვის.  ხელოვანები სხვების მსგავსად ამ ომის მძევლებად იქცნენ. თუმცა მათი ხმა უფრო და უფრო ძლიერდება,  

მათი ტკივილი გაზაფხულის ცივ დღეებს გამჭოლი ქარივით გასდევს, მათი საუბრის ერთადერთი ჭეშმარიტი ფორმა - მათი შემოქმედებაა. 

ანა რიაბოშენკო, კურატორი

 

 

2022 წლის interchanGE ფესტივალი მთლიანად ეძღვნება უკრაინელ ხელოვანებს რომლებიც თავიანთი და ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან.

 

ივნისის 3-4 პერიოდში გამოფენები და ღამის ჩვენებები გაიმართა 

გამოფენები თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, გალერეა არტაპში , აჭარის ხელოვნების მუზუემში და გარე  სირცეებში გაიმართა

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა გასტანს 30 ივნისამდე 

 

სიახლე

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ექვსი ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ჯეინი მხიტარიანის, სალომე კილაძის, ვიოლეტა ყურშუბაძის, მარიამ თავდგირიძის, ანა ინაიშვილის , ანანო კონცელიძისა და ანეტა ჯაბნიძის შემოქმედება. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა ახალგაზრდა ხელოვანების განსხვავებულ შემოქმედებით ხედვებსა და ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებასა და ინდივიდუალურ მიდგომას აერთიანებდა. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების შემოქმედებით ინიციატივებს, ხელს უწყობს მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და თანამედროვე ხელოვნებაში ახალი სახელების წარმოჩენას.

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას