ღონისძიება

ფლორის პალიტრა


გამოფენა „ფლორის პალიტრა“  მოსაწვევი ყველასთვის, ვისაც ბუნება უყვარს! მოგიწვევთ გამორჩეულ და სითბოთი სავსე გამოფენაზე „ფლორის პალიტრა“, სადაც ბავშვების ხელით შექმნილი ჰერბარიუმები გაცოცხლდება!  ამ პროცესში ბავშვებმა თავად შეაგროვეს, გააშრეს და განალაგეს მცენარეები – თითოეული ნამუშევარი უნიკალურია, როგორც პატარა ავტორები თავად. გამოფენა არა მხოლოდ ნატიფი ბუნებრივი სილამაზის ზეიმია, არამედ საჩვენებელია, როგორ შეუძლიათ ბავშვებს ბუნების დაკვირვება, გაფრთხილება და მისი შემოქმედებითად გადმოცემა.  გამოფენა გაიმართება:თანამედროვე ხელოვნების სივრცე  ადგილი: ზვიად გამსახურდია 1/5  დრო: 12:00 საათი  თითოეული ჰერბარიუმი არის პატარა ისტორია – ფერად, მყიფე ფურცლებზე მოყოლილი. დასწრება თავისუფალია

,,ფსიქოხელოვნება"


9 მარტს, 16:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება შეხვედრა - ფსიქოთერაპევტ ზურაბ ქარჩავასთან.   ,,ფსიქოხელოვნება" ეს არის შანსი, გაბედო და დაწერო კითხვები ანონიმურად, რომელთა ხმამაღლა გაჟღერება შენთვის ძალიან რთულია, მაგრამ პასუხები ჰაერივით საჭირო.  შეხვედრაზე მოსული ადამიანი შეძლებს   დაწეროს ნებისმიერი კითხვა თემაზე, რაც ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიას ეხება:  სტრესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, პარტნუორული ურთიერთობები, აშლილობები, დამოკიდებულებები, პიროვნული ზრდა.  ანონიმურად დასმულ კითხვებს ფსიქოთერაპევტი განიხილავს და გაიმართება მსჯელობა. დასწრება თავისუფალია მის: ზვიად გამსახურდიას 1/5