20 მარტს, 16:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიხსნება მაია ჭყონიას პერსონალური გამოფენა.
გამოფენის ფარგლებში გაიმართება ლექცია - „ქართული სახვითი ხელოვნების სკოლის დაარსება, სახვითი ხელოვნების განვითარება აჭარაში და თანამედროვე სახვითი ხელოვნების ტენდენციები.“
ლექციაზე განიხილება ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიული გზა, მისი განვითარების ეტაპები აჭარაში და თანამედროვე ხელოვნების მიმდინარე ტენდენციები.
მისამართი: ზ. გამსახურდიას ქ. 1/5
დრო: 20 მარტი, 16:00
დასწრება თავისუფალი