04 ივნისი 2021

გაცვლა 'ფაქიზი'

გაცვლა ეს არის ბათუმის ფოტოდღეების ახალი სახელწოდება, რომელიც არის ყოველწლიური ღონისძიება და ტარდება ბათუმში. ღონისძიების ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც უკრაინელს და ქართველ ორგანიზატორების პარტნიორობით პირველად გაიმართა ოდესა//ბათუმი ფოტოდღეების ფესტივალი. ფესტივალი ყოველწლიური ღონისძიება იყო და იმართებოდა ოდესასა და ბათუმში. დროთა განმავლობაში სხვადასხვა საჭიროებების და მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ფესტივალში განცალკევება და 2018 წლიდან, საქართველოში ფესტივალი ბათუმი ფოტოდღეების სახელით იმართება. ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე.
ამ დროის განმავლობაში ფესტივალი იზიდავდა არა მარტო ფოტოგრაფებს, არამედ სხვა ვიზუალურ ხელოვანებს, მწერლებს და მუსიკოსებს, აქედან გამომდინარე ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს გაეფართოებინათ ფესტივალის ფორმატი და 2020 წლიდან სექტორთაშორის თანამშრომლობის პლატფორმად აქციეს, სახელწოდებით გაცვლა.
 

გაცვლა - მთავარი ღონისძიებები 4-6 ივნისს გაიმართება, ხოლო გამოფენები გასტანს ივლისის ბოლომდე.
მულტიმედიური და თანამშრომლობითი პროექტები, გამოფენების, დისკუსიების, პრეზენტაციების და ავტორებთან შეხვედრების სახით გაიმართება ღონისძიების ფარგლებში, საგანმანათლებლო და რეზიდენციების პროგრამებთან პარალელურად.


ღონისძიების მთავარი თემაა ფაქიზი, კონცეფცია რომელიც გლობალურ პრობლემატიკას ეხმიანება, როგორიც ბუნების დაცვა და ადამიანის უფლებები. ეს საკითხები მუდმივად აქტუალური იყო და ამჟამად კიდე უფრო მწვავედ დგას კაცობრიობის წინაშე, ეხლა იმ კრიტიკულ ზღვარზე ვიმყოფებით როდეს გონივრული გადაწყვეტილებებია მისაღები.
მთავარი თემა ფაქიზი თავის თავში სამ თანმიმდევრულ თემას მოიცავს სახელმწიფო, ბუნება და ადამიანი ,სამივე მიმართულება კი თავისმხრივ მთავარ თემას ეხმიანება.

პროგრამა 

დღე პირველი "ბუნება"

დღე მეორე "სახელმწიფო"

დღე მესამე "ადამიანი"

 

 

სიახლე

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ლიზა ჩაგანავას პერსონალური გამოფენა „ფერთა დიალოგი“ გაიხსნა


გამოფენა ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს ავტორის შემოქმედებას, მის ინდივიდუალურ ხედვასა და ფერების მრავალფეროვან სამყაროს. გამოფენის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერა, მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია. თანამედროვე ხელოვნების სივრცე აქტიურად აგრძელებს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის პლატფორმის შექმნას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.


თანამედროვე ხელოვნების სივრცეში ახალგაზრდა ხელოვანების, გუკა (გურამ) სურგულაძის, სანდრო ხოზრევანიძის, რევაზ ყურშუბაძისა და გიგი იმნაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ავტორების ფერწერული და კერამიკული ნამუშევრები, რომლებიც მათ ინდივიდუალურ შემოქმედებით ხედვასა და მიდგომებს ასახავდა. გამოფენა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის არტთერაპიის სახელოსნოს ფარგლებში მოეწყო. პროექტის ხელმძღვანელი და პედაგოგია დეკანოზი შიო პაიჭაძე. გამოფენა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენას, მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას. თანამედროვე ხელოვნების სივრცე მომავალშიც გააგრძელებს ახალგაზრდა ავტორების მხარდაჭერას

თანამედროვე ხელოვნების სივრცეში იოსებ ჯორბენაძის პერსონალური გამოფენა ,,TNT’’ გაიმართა


გამოფენა მხატვრის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს აერთიანებს. „TNT“-ის მთავარი იდეა აფეთქებაა ძალის, ენერგიის, ემოციის, სიყვარულისა და შემოქმედებითი იმპულსის სიმბოლო, რომელიც დაგროვილ გამოცდილებას ახალ ფორმად გარდაქმნის. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია როგორც სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, ასევე ახალი ნამუშევრები და ცოცხალი პერფორმანსი. ღონისძიების მიზანია თანამედროვე ხელოვანების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების ფართო მასშტაბებისთვის გაცნობა. გამოფენა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.